საქართველოს პატლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის ს ა ა ნ გ ა რ ი შ ო კ ო ნ ც ე რ ტ ი.
კატეგორია : ვიზიტები | ქვეკატეგორია : დირექცია - მოსწავლეები | გამოქვეყნდა: 2023-06-29 00:58:39
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
2023 წლის 10 ივნისს, საქართველოს პატლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის ს ა ა ნ გ ა რ ი შ ო კ ო ნ ც ე რ ტ ი. კონცერტში მონაწილეობდნენ: საფორტეპიანო, სავიოლინო, გიტარის და ვოკალური კლასები, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, ვაჟთა და გოგონათა გუნდები. პედაგოგები: ლიალია ბალანჩივაძე (ფორტეპიანო), ეკატერინე სანაძე (ფორტეპიანო), შორენა ებრალიძე (ფორტეპიანო), ლელა ქუმსიაშვილი (ვიოლინო), ხალხურ საკრავთა ორკესტრი (მალხაზ ქოიავა), ვოკალი და გოგონათა გუნდები (დალი დაბრუნდაშვილი), ვაჟთა გუნდი (ტარიელ ხუციშვილი), გიტარა (ნინო ამირანაშვილი), კონცერტმეისტერი - მაია თუშიშვილი გამოფენილი იყო სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა (პედაგოგები: გაიოზ ზანდარაშვილი, თათია ირემაშვილი) სკოლა-პანსიონი დაფუძნდა 2009 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. თავდაპირველად ერთი ადმინისტრაციის ქვეშ იყო გაერთიანებული, ზოგდსაგანმანათლებლო სკოლა, სახელოვნებო მიმართულება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. 2020 წლის სექტემბრიდან, კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით სახელოვნებო მიმართულება ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი: „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონი“. დღეისათვის ხელოვნების სკოლა-პანსიონში საფორტეპიანო, სავიოლინო, ვოკალურ, ჩელოს, გიტარის, ხალხური საკრავების (ფანდური, ჩონგური, სალამური, ჭიბონი) ფოლკლორის, ფერწერის, თეატრალური ხელოვნების განყოფილებებზე, დღის მეორე ნახევარში - სწავლობს 350 მოსწავლე. ხოლო სადღეღამისო კამპუსში ცხოვრობს ხელოვნების ნიჭით გამორჩეული 50 - მდე ბავშვი, რომელთა შორის არიან მუსულმანი ქართველები ზემო აჭარიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და ეკომიგრანტთა შვილები საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან....
მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით facebook ლინკზე...
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

