საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

16.07.2024 სტეფანწმინდა, თრუსოს ხეობა....

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : ექვსკურსია | გამოქვეყნდა: 2024-07-26 15:06:14

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


16.07.2024 სტეფანწმინდა, თრუსოს ხეობა....

საქართველოს საპატრიარქოს თრუსოს ხეობის ბანაკს - "ღმერთი სამშობლო ადამიანი" - სადაც გიმნაზიის წარმატებული მოსწავლეები ირაკლი ბაბუცაშვილი და მარიამ კუჭაშვილი იმყოფებიან - სტუმრობდნენ გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე და გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგი - იოსებ აფაქიძე....
ბანაკში გიმნაზიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქის პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე და თბილისის მოციქულთასწორთა მეფე მირაინისა და დედოფალ ნანას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ აბესაძე.......
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ხევისა და სტეფანწმინდის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის ლოცვა კურთხევით, ბანაკს ხელმძღვანელობს თრუსოს ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე ფერაძე, რომელმაც სტუმრებს დაათვალიერებია მონასტრის ინფრასტრუქტურა და გააცნო საზაფხულო ბანაკის ყოველდღიურობა....
სტუმრები შეხვდნენ და ესაუბრნენ ბავშვებს, იტრაპეზეს მათთან ერთად, მოუსმინეს მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები.....
თრუსოს ხეობის ბანაკი -
,,ღმერთი,სამშობლო,ადამიანი”
15 ივლისიდან 25 ივლისამდე უმასპინძლებს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს.
ბანაკი მადლობას უხდის
ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასა და მის დირექტორს ბატონ გელა ფიცხელაურს ტრანსპორტირებით უზრუნველყოფისა და მუდმივად თანადგომის მზაობისთვის



ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: