2024 წლის 27 ივნისს, გიმნაზიის ბიბლიოთეკაში- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის 2023/2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა..
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2024-07-26 15:02:03
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
გიმნაზიის რექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის დალოცვის შემდეგ, სხდომა გახსნა პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერმა - მზიური კოჩალიძემ......
გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომის
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
მომხს: მზიური კოჩალიძე - პედსაბჭოს თავჯდომარე
2. საგნის/საგნობრივი ჯგუფების კათედრების თავჯდომარეების ანგარიში 2023-2024 სასწავლო-წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ - 10 წთ.;
მომხს:საგნის/საგნობრივი ჯგუფების კათედრების თავმჯდომარეები
3. გიმნაზიის რექტორის ანგარიში 2023-2024 სასწავლო წლის შედეგებისა და მიმდინარე ამოცანების შესახებ - 20 წთ.;
მომხს: დეკანოზ მირიან (ნოდარ) სამხარაძე - გიმნაზიის რექტორი
4. ინფორმაცია გიმნაზიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის მიერ 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ - 10 წთ.;
მომხს: ციცინო ანთაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
5. გიმნაზიაში ხარისხის მართვის მენეჯერის ანგარიში 2023-2024 სასწ/წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ - 7 წთ.;
მომხს: მაყვალა ანთაძე - გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი
5. გიმნაზიაში კლასგარეშე ღონისძიებების მენეჯერის ანგარიში 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ - 7 წთ.;
მომხს. ნათია პაპაინაშვილი - კლასგარეშე ღონისძიებების მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი
6. გიმნაზიის სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერის ანგარიში 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია - 15 წთ.;
მომხს: მზიური კოჩალიძე - პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე, სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი
7. თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა კლასიდან კლასში და საფეხურიდან საფეხურზე გადაყვანის შესახებ - 5 წთ;
მომხს: მზიური კოჩალიძე - სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი, პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე
8. გიმნაზიის რექტორის ბრძანებსაფუძველზე, სასკოლო სასწავლო გეგმის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, რელევანტური წესით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების შესახებ - 10 წთ.;
მომხს: მაყვალა ანთაძე - გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი
9. ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებთან შესაბამისობის მზაობის შესახებ - 5 წთ.;
მომხს. მაყვალა ანთაძე - განათლების ხარისხის მართვის და მენეჯერი
10. 2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტის განხილვის შესახებ - 5 წთ.;
მომხს: მზიური კოჩალიძე - პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე, სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი
11. ინფორმაცია გიმნაზიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ - 5 წთ.;
მომხს: დეკანოზ მირიან (ნოდარ) სამხარაძე - გიმნაზიის რექტორი
14. მიმდინარე საკითხები, განცხადებები.
რეგლამენტის განსაზღვრის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საგნის/საგნობრივი ჯგუფების კათედრების ხელმძღვანელები: მათემატიკის - შორენა ოქრიაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის - თეონა მოდებაძე, უცხოური ენების - ინგა ჩადუნელი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - თეა ქვრივიშვილი, საზოგადოებრივი მეცნიერებების - იოსებ აფაქიძე, ხელოვნებისა და სპორტის - თათია ირემაშვილი, დაწყებითი კლასების - მაია ხორბალაძე...... რომლებმაც წარმოადგინეს ანგარიში 2023-2024 სასწავლო-წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ;
პედაგოგიური საბჭოს წინაშე მოხსენებით: 2023-2024 სასწავლო წელს გიმნაზიაში გაწეული მუშაობის შესახებ და გიმნაზიის მოსწავლეთა კლასიდან კლასში და საფეხურიდან საფეხურზე გადაყვანის შესახებ - წარდგა - გიმნაზიის სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი - მზიური კოჩალიძე.......
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა გიმნაზიის განათლების ხარისხის მართვის მენეჯერმა - მარიამ (მაყვალა) ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერის მოვალების შემსრულებელმა -ნათია პაპინაშვილმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა - ნანა ანთაძემ......
.
პედაგოგიური საბჭოს მუშაობა შეაჯამა და საბოლოო სიტყვა წარმოთქვა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მანვე წარმოადგინა საქართველოს საპატრიარქოში წარსადგენი, გიმნაზიის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი და თხოვნა საპატრიარქოსადმი, სახელფასო ანაზღაურების დამატების თაობაზე, რათა პედაგოგებს სრულყოფილად მიეცეთ მასწავლებლის საკვალიფიკაციო დანამატი, ახალი სტანდარტების გათვალისწინებით....
აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.....
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს - ნათია მიქაძეს, გადაეცა საინფორმაციო კომპანია "ეტალონის" ჯილდო - საპატიო სიგელი, აქტიური თანამშრომლობისათვის......
პედაგოგიურმა საბჭომ, გასული 2023/2024 სასწავლო წლის გიმნაზიის მუშაობა შეაფასა დამაკმაყოფილებლად......
პედაგოგიური საბჭოს დასრულების შემდებ პედაგოგებმა და დირექციის წარმომადგენლებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.....
ძიება
უახლესი ამბები
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..
- 31.07.2024 "ფონდ "- ლაზარესგან მხარდაჭერით, ამჯერად მოსწავლეების გაცვლითი პროგრამა სასომხეთში განხორციელდა..
- 16.07.2024 სტეფანწმინდა, თრუსოს ხეობა....
- გიმნაზიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი" საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა.....
- 2024 წლის 27 ივნისს, გიმნაზიის ბიბლიოთეკაში- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის 2023/2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა..
- 27.06.2024 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გამარჯვებისადმი მიძღვნილი სანახაობა გაიმართა...
- 19.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები
- სასიხარულოა, რომ ამ ხელოვნების სკოლაში, ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებიც ეუფლებიან სახელოვნებო განათლებას
- 12.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაინერგა კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე....
- საპატრიარქოს ხელოვნების სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება...
- 2024 წლის 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართველების პოეტის, თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო "მე ავირჩიე გზა ეკლიანი"....
- 03.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაიწყო სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოცდები...
- 30.05.2024 დღეს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა ფინალური ტური ჭადრაკში, ვაჟთა შორის ....
- 28.05.2024 დღეს თამარ მეფის გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) გიმნაზიის ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს კონფერენცია...
- 27.05.2024 გიმნაზიის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თამთა ხარატიშვილი) მონაწილეობა მიიღეს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში "ბუნება და ადამიანი".....
- 10.04.2024 მიმდინარე წლის თებერვლში, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საბუნებისმეტყველო კათედრისა და ქიმიის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით (პედაგოგი თეა ქვრივიშვილი) ჩატარდა ქიმიის კვირეული
- საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით (31.03.1991) თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ....
- 09.04.2024 თამარ მეფის გიმნაზიის დირექციამ და მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ ქართველ მამულიშვილებს პატივი მიაგეს
- საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით (31.03.1991) თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ....
- 13.03.2024 სასწავლო-შემეცნებითი აქტივობების ფარგლებში დღეს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და მოქალაქეობაში...