კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების 90 და აღსაყდრების 45 წლისთავს მიეძღვნა......
კატეგორია : ვიზიტები | ქვეკატეგორია : დირექცია | გამოქვეყნდა: 2023-03-06 20:57:46
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
20.12.2022
წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის თეატრალურმა სტუდიამ, რომელიც ძირითადად წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში, ამერიკელი მწერლის ო, ჰენრის ნოველის მიხედვით ინსცენირებული სპექტაკლი "უკანასკნელი ფოთოლი" უჩვენა თბილისის საზოგადოებას.....
სპექტაკლის პრემიერა მიმდინარე წლის მაისში გაიმართა სოხუმის სახელმწიფო თეატრში, ხოლო დღევანდელი დღევანდელი სპექტაკლის ჩვენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების 90 და აღსაყდრების 45 წლისთავს მიეძღვანა......
(სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია, სტუდიის ხელმძტვანელი კობა სხილაძე)
სპექტაკლს - გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეებთან, მოსწავლეთა მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად პატრიარქის ნათლულებიც ესწრებოდნენ......
მაყურებელი აღფრთოვანებული იყო მოსწავლეთა შემოქმედებით, რასაც მოწმობდა ის ოვაციები, რაც სპექტაკლის ბოლოს გაუმართეს სპექტაკლის მონაწილეებს.....
სპექტაკლზე მუშაობდნენ:
მხატვარი - თათია ირემაშვილი
ქორეოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი:
ვერა პირმისაშვილი
ტექნუკური რეჟისორი - თეონა მოდებაძე
ხმის ოპერატორი - გიორგი პაიკიძე
როლებს ასრულებდნენ:
ჯონსი ............................ნინი მოსიაშვილი
სიუ ..................................მარიამ მშვიდობაძე
ექიმი ...............................ლაშა სამხარაძე
ბერმანი ...........................ნიკოლოზ დონაძე
"უკანასკნელი ფოთოლი"
ო. ჰენრის ნოველაში ,,უკანასკნელი ფოთოლი' მოქმედება ამერიკაში, ნიუ-იორკის დიდი სახლის ერთ პატარა ოთახში ხდება, სადაც ორი მხატვარი გოგო სიუ და ჯონსი ცხოვრობენ, რომლებსაც ერთმანეთი დებივით უყვართ. მოქმედების დრო შემოდგომის ბოლო თვე ნოემბერია.
სიუ და ჯონსი სიღარიბეში ცხოვრობენ. შეკვეთებიც იშვიათად აქვთ და ამიტომაც ხშირად საჭმლის ფულიც არ გააჩნიათ. მიუხედავად ამისა ისინი ოპტიმიზმს ინარჩუნებენ და სიცოცხლით ტკბებიან. ისინი იმითაც ხარობენ, რომ მათი ნახატები სხვებს აბედნიერებთ.
სამწუხაროდ, იმ პერიოდში პნევმონია იყო მოდებული, რომელმაც ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა. პნევმონიამ არც საწყალი ჯონსი არ დაინდო და ლოგინს მიაჯაჭვა. მასთან ექიმი მიიყვანეს და გაასინჯეს. ჯონსისაგან გამოსულმა ექიმმა კი თქვა, რომ არანაირი შანსები არ ჰქონდა გადარჩენისა, რადგანაც სიცოცხლეს მობეზრებული ადამიანისთვის წამლები უსარგებლოა. სიუს ექიმიც კი არ გაუცილებია, დერეფანში დარჩა და მწარედ ატირდა. როდესაც ჯონსიმ სიუს უხმო, რომ მისულიყო, სიუ აღარ ტიროდა. ის მეგობრის დასანახად ღიღინებდა. ჯონსი შეეკითხა სიუს თუ რა უთხრა ექიმმა. მან კი უთხრა, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი გაივლიდა. ჯონსიმ კი უპასუხა, რომ რამდენიმე დღეში მოკვდებოდა. სიუმ სთხოვა, რომ ამაზე აღარ ეფიქრა და თავისი მეგობრისთვის წვნიანის მომზადებას შეუდგა. საწოლთან მისულმა კი გაიგო, რომ მისი მეგობარი რაღაცას ითვლიდა. მას ვერ გაეგო ჯონსი რას ითვლიდა. გარეთ მხოლოდ კედელი იყო, რომელსაც ბებერი სურო შემოხვეოდა.
მან კი უპასუხა, რომ ფოთლებს ითვლიდა, როგორც კი უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდებოდა ისიც მოკვდებოდა.
,,თორმეტი, თერთმეტი, ათი, ცხრა... რვა და შვიდი'.
სიუ დერეფანში გავიდა და ატირდა. მას გზაში მოხუცი ბერმანი შეხვდა. მოხუცი ბერმანიც მხატვარი იყო. კარგი მხატვრობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ყოველთვის სჯეროდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ნახატს დახატავდა. ბერმანი არავის უყვარდა, რადგანაც ყველას ეგოისტად მიაჩნდა.
,, ბერმანს ყველანი დასცინიან, მაგრამ ბერმანი მაინც დიდი მხატვარია, ერთ დღესაც იქნება და უმშვენიერეს ნახატს დახატავს-მსოფლიოში საუკეთესოს.'
სიუმ ბერმანს ყველაფერი უამბო.
გათენებისას ჯონსმა ფანჯარაში გაიხედა და დაინახა, რომ ბებერ სუროს უკანასკნელი ფოთოლი კვლავ ეკიდა. დაღამდა და მაინც ეკიდა. მას გაუკვირდა, რომ მთელი დღის ქარისა და წვიმის შემდეგ ფოთოლი არ მოწყვეტილა. მან საკუთარ თავს სულელი უწოდა. ექიმმა კვლავ მოინახულა ჯონსი და მასში წინსვლა შენიშნა და უთხრა, რომ კარგად იყო, ასევე უფრო ბედნიერი, ვიდრე- ბერმანი. გოგოებმა ბერმანის ამბავი გაკვირვებით იკითხეს. ექიმმა კი მოუყვა, რომ რამოდენიმე დღის წინათ გაყინული მკვდარი იპოვეს. რას აკეთებდა იქ, ვერავინ გაიგო. მარტო ის აღმოაჩინეს, რომ გვერდით კიბე ეგდო და ძირს-ყავისფერი და ყვითელი საღებავები. ისიც დაუმატა, რომ ბერმანის იქ ყოფნის მიზეზი არავის უკითხავს, რადგანაც ხალხს არ უყვარდა იგი, რომ ბებერი ბერმანი ეგოისტი იყო.
სიუ სწრაფად წამოხტა და ქვის კედელზე შემოხვეულ სუროს დააკვირდა, რომელსაც ერთადერთი ყვითელი ფოთოლიღა შერჩენოდა, სიუ მიხვდა,რომ ის ფოთოლი არ იყო.
,,სიუ ფოთოლს დააკვირდა, მაგრამ რაც დაინახა ფოთოლი არ იყო. ნახატი გახლდათ, უმშვენიერესი ნახატი. მსოფლიოში საუკეთესო ნახატი, რომლის დახატვასაც მოხუცი ბერმანი ვერც კი წარმოიდგენდა.'
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

