საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2026-02-05 16:30:23

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში

2025 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა - გიმნაზიის ეზოში გაიმართა საახალწლო კარნავალი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება........
ერთი კვირა მიმდინარეობდა 6 მეტრიანი საახალწლო "ნაძვის ხის" რკინის კონსტრუქციებისა და განათების მონტაჟი გიმნაზიის ეზოში, ღია სცენაზე.......
სამი დღით ადრე გამოცხადდა, რომ ჩატარდებოდა საახალწლო კარნავალი და მოხდებოდა ნაძვის ხის საზეიმო ანთება......
ამას წინ უძღოდა კლასებში, მაღალ მხატვრულ დონეზე მომზადებული საახალწლო ღონისძიებების ჩვენება, რაც გვაძლევდა იმის იმედს, რომ სახელდახელო რეპერტუარის შედგენა არ გაგვიჭირდებოდა, ამას ემატებოდა ხელოვნების სკოლა-პანსიონის სახელოვნებო კლასების რეპერტუარიც.......
საღამოს 17 საათისათვის სცენაც და გახმოვანების აპარატურაც მზად იყო საზეიმო სანახაობის დასაწყებად, ამ დროისათვის უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი გიმნაზიის ეზოში, აქ იყვნენ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, თანამშრომლები, ტბელ აბუსერისძის ტაძრის მრევლი, მეზობელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და სტუდენტები, ლოტკინის უბნის მოსახლეობა........
წამყვანებმა მისალმებისათვის, სიტყვა მისცეს გიმნაზიის რექტორს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს, რომელმაც დალოცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა კარნავალის მონაწილეებს და მობრძანებულ სტუმრებს......
საახალწლო კარნავალში მონაწილეობა მიიღეს: გიმნაზიის სხვადასხვა კლასის კლასის მოსწავლეებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ........
შებინდებისას საზეიმოდ, ოვაციების ფონზე აინთო გიმნაზიის მთავარი ნაძვის ხე ........
ზეიმი გვიანობამდე გაგრძელდა და ყველამ, დიდი შთაბეჭდილებებით ნასიამოვნებმა დატოვა გიმნაზიის ტერიტორია......
ლამაზი და განათებული ნაძვის ხე, აღმართული იქნება 2026 წლის 20 იანვრამდე და მსურველებს, (სკოლებს, საბავშვო ბაღებს, კოლეჯებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, დირექციათან შეთანხმებით შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ საკონცერტო სივრცე და გამართონ ღონისძიებები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები......
ამ საახალწლო სანახაობით, კიდევ ერთი ზეიმი დამკვიდრდა გიმნაზიაში, რომელიც უფრო მრავალფეროვნად და დახვეწილი ფორმით ჩატარდება ყოველწლიურად........ დამატებითი ინფორმაციისთვის მოინახულეთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი

ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: