საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით (31.03.1991) თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ....

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : ექვსკურსია | გამოქვეყნდა: 2024-07-25 16:54:24

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით (31.03.1991)  თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები  საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ....

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"
02.04.2024
საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით (31.03.1991) თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ....
მოსწალეებმა დაათვალიერეს პარლამენტის სხდომათა სასესიო დარბაზი, დაესწრნენ პარლამენტის პლენარულ სხდომას, ასევე ინახულეს - პირველი პარლამენტის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძისა და მარო მაყაშვილის დარბაზები, გაეცნენ დამოუკიდებლობის აქტსა და პირველ კონსტიტუციას. მოისმინეს ინფორმაცია 26 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
მოილოცეს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი და გაეცნენ ახალგაზრდა იუნკრების გმირულ ისტორიას,
დაათვალიერეს მუზეუმი და საკომიტეტო დარბაზები..
შეხვდნენ და ესაუბრნენ ჩვენი გიმნაზიის მეგობრებს: პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ბატონ გიორგი ვოლსკის, პარლამენტის წევრებს - ანზორ ბოლქვაძეს და გიორგი სოსიაშვილს......
პარლამენტში მეგზურობას გვიწევდა, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მანანა ბაკურაძე.
დღე ძალიან საინტერესო გარემოში ჩაიარა...
მოსწავლეებს თან ახლდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი - ნათია პაპინაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ხელოვნების სკოლის დირექტორი - ნანა (ციცინო) ანთაძე, საქართველოს ისტორიის პედაგოგი - თეა ხარაზიშვილი....
თამარ მეფის გიმნაზია სისტემატიურად ახორციელებს მსგავს კლასგარეშე ღონისძიებებს, რომელიც მოსწავლეების ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს....
სკოლა-პანსიონის დირექცია მადლობას მოახსენებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ გია ვოლსკის საინტერესო და შინაარსიანი ტურნეს ორგანიზებისათვის.....




ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: