საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

13.03.2024 სასწავლო-შემეცნებითი აქტივობების ფარგლებში დღეს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და მოქალაქეობაში...

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2024-07-25 16:44:38

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


13.03.2024 სასწავლო-შემეცნებითი აქტივობების ფარგლებში დღეს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა  ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა  და  მოქალაქეობაში...

სასწავლო-შემეცნებითი აქტივობების ფარგლებში დღეს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, ჩატარდა IX ბ კლასის (დამრიგებელი მაყვალა ანთაძე) ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და მოქალაქეობაში...
✨️გაკვეთილი, რომელიც ილია ჭავჭავაძის შესწავლილ თემაზე "სარჩობელაზედ" ჩატარდა, ასევე მოიცავდა საკითხებს: ქართული ენა და ლიტერატურაში (პედაგოგი მაყვალა ანთაძე)- ადამიანი და მისი ცხოვრება, მოქალაქეობაში (პედაგოგო თეა ხარაზიშვილი) კი, ცენტრალური ხელისუფლება....
აქტივობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო...
მოსწავლეებმა გააცნობიერეს ძალადობის შედეგები, იმსჯელეს რატომ არის საჭირო ძალადობის პრევენცია ან მასზე დროული რეაგირება, როგორც სახელმწიფოს ისე საზოგადოების მხრიდან...
✨️გიმნაზია მუდმივად ახორციელებს ახალი სკოლის მოდელის, არჩეული მიმართულების "კულტურული მემკვიდრეობის" ფარგლებში მსგავს კლასგარეშე ღონისძიებებს....

ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: