09.02. 2024 ჩვენს გიმნაზიას კიდევ ერთი დოქტორი შეემატა......
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2024-07-25 16:36:34
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
დღეს გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომა. ჩვენი გიმნაზიის ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, მაყვალა ანთაძემ, ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „წარმართულისა და ქრისტიანულის სინთეზი (რეცეფცია) გოდერძი ჩოხელის ბელეტრისტიკაში“
(სადოქტორო პროგრამა: თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია).
სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარინა ტურავა – ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები: თამარელა წოწორია - ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის მეცნიერ-თანამშრომელი და ნინო ვახანია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: გიორგი ხორბალაძე - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექცია, პედაგოგები და თანამშრომლები ულოცავენ გიმნაზიის ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერს, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვან მასწავლებელს - მაყვალა (მარიამ) ანთაძეს - ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას!......
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

