საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

18.12.2023 გიმნაზიელებმა ასტრონომიის სამყაროში იმოგზაურეს

კატეგორია : ვიზიტები | ქვეკატეგორია : მოსწავლეები | გამოქვეყნდა: 2024-07-25 16:28:55

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


18.12.2023 გიმნაზიელებმა ასტრონომიის სამყაროში იმოგზაურეს

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტში, ფიზიკის მოყვარულთა კლუბისა და საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივით (ფიზიკის პედაგოგი ზურაბ გოგოლაძე) მოეწყო შეხვედრა ცნობილ ასტროფიზიკოსთან, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორთან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორთან, ბატონ შალვა საბაშვილთან.
ბატონმა შალვამ ორ ასაკობრივ ჯგუფთან, ცალ-ცალკე, წაიკითხა ლექცია თემაზე "მზის სისტემა და მისი ანალოგები"........
თითოეული ლექცია 2 საათი გაგრძელდა (პირველ ლექციას ესწრებოდნენ IX - X მოსწავლეები, მეორე ლექციას XI - XII კლასელები და ასტრონომიით დაინტერესებული მოსწავლეები VII - VIII კლასებიდან).....
ლექციამ, რომელიც სლაიდების თანხლებით მიმდინარეობდა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც იმ შეკითხვებითაც გამოიხატებოდა, რომლებიც ბავშვებმა დაუსვეს მეცნიერს.......
ლექციის დასასრულს, გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ და ფოზიკის პედაგოგმა ზურაბ გოგოლაძემ მადლობა გადაუხადეს ბატონ შალვას მობრძანებისა და საინტერესო ლექციისათვის......თავის მხრივ ბატონმა შალვამ ასევე მადლობა გადაუხადა გიმნაზიის ხელმძღვანელობას მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისათვის.....
მოსწავლეთა თხოვნით, იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ლექციის აქტუალობიდან იყო გამომდინარე, ბატონ შალვასთან შეხვედრა მეორე სემესტრშიც შედგება.....არა მარტო გიმნაზიაში არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.......

ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: