საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

25.01.2024 წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბის წევრები, ქართველთა პოეტთან, თინათინ მღვდლიაშვილთან ერთად - ჩარგალში იმყოფებოდნენ,

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : ექვსკურსია | გამოქვეყნდა: 2024-07-25 16:26:52

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


25.01.2024 წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბის წევრები, ქართველთა პოეტთან, თინათინ მღვდლიაშვილთან ერთად - ჩარგალში იმყოფებოდნენ,

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბის წევრები, ქართველთა პოეტთან, თინათინ მღვდლიაშვილთან ერთად - ჩარგალში იმყოფებოდნენ, სადაც პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის, ბოლშევიკების მიერ ვერაგულად მოკლული - მიხა ხელაშვილის (დიაკონი მიქაელი) ხსოვნას......
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, იქ მყოფ მოძღვრებთან ერთად, მიხა ხელაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და მოსწავლეებს ქადაგებაში მოუთხრო მიხა ხელაშვილის ხანმოკლე გმირული ცხოვრებისა და უშიშარი სიკვდილის შესახებ....
ქართველების პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა, სხვა ლექსებთან ერთად, მიხა ხელაშვილისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხა.....
გიმნაზიის, საქართველოს ისტორიის პედაგოგმა, ისტორიის მოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელმა იოსებ აფაქიძემ მოსწავლეებს მოუთხრო მიხა ხელაშვილის ცხოვრების ეპიზოდები და საქართველოს გასაბჭოების შემდგომი პერიოდის ქრონიკები, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის საგმირო საქმეები......
გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია "ბინდისფერია სოფელი"........


ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: