2023 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა ტრადიციული, რიგით მეთერთმეტე "შემოდგომის ფესტივალი".
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2024-07-25 14:09:40
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
2023 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა ტრადიციული, რიგით მეთერთმეტე "შემოდგომის ფესტივალი", რომელიც დაფუძნდა 2011 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ყოველი წლის ოქტომბერში იმართება გიმნაზიაში.....
წლევანდელი "შემოდგომის ფესტივალი მიეძღვნა მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საიუბილეო თარიღებს......
ფესტივალის პარტნიორები იყვნენ: წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონი და პროფესიული კოლეჯი, აგრეთვე, საერთაშორისო ასოციაცია "არსიანი".
წლევანდელი ფესტივალი მნიშველოვანი სიახლით, გიმნაზიის ეზოში, ვრცელი ღია საკონცერტი სცენით შეეგება ფესტივალის მონაწილეებს და სტუმრებს......(სცენის მშენებლობა საკუთარი სახსრებითა და კეთილი ადამიანების თანადგომით, რეკორდულ ვადებში (ორ კვირაში) განხორციელდა.......
თავდაპირველად ახალ სცენაზე, გაიმართა საშემოდგომო-საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის (დირექტორი ნანა ანთაძე, სახელოვნებო სწავლების კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი) მოსწავლეები: საერთაშორისო ფესტივალ "მომავლის ვარსკვლავების" ლაურეატი, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი ტარიელ ხუციშვილი), ხალხურ საკრავთა ანსამბლი /ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა/, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი /ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი/, ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი" /ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე/
მოეწყო სამხატვრო სტუდიის (ხელმძღვანელი გაიოზ ზანდარაშვილი) მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა......
ასევე საინტერესი გამოფენა წარმოადგინა პროფესიული კოლეჯის (დირექტორი კახაბერ ვარდუკაძე) სტუდენტებმა.....
ბოლოს მთავარი: გიმნაზიის მოსწავლეთა მრავალფეროვანი შემოქმედება. ყველა კლასმა, დამრიგებელთა ხელმძღვანელობით და მშობელთა თანადგომით, წარმოადგინეს შემოდგომის მრავალფეროვნება, და საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ნაირსახეობანი. ბავშვებმა, რომლებმაც აფხაზეთი წარმოადგინეს სიყვარულის, მეგობრობისა და ერთიანობის გზავნილი გაუგზავნეს თავიანთ აფხაზ თანატოლებს,
მეტად ემოციური იყო ჩვენი ფერეიდნელი მოსწავლეების ბაბუის რეზო დავითაშვილის სიტყვა, რომელიც სცენიდან მიმართა ზეიმის მონაწილეებს და სამშობლოს სიყვარულისკენ მოუწოდა ( კადრებს ამ გამოსვლიდან უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ)
შემოდგომის ზეიმზე ტრადიციულად თონეში გამოცხვა პური, გამოიხადა არაყი, მოდუღდა თათარა, ამოივლო ჩურჩხელები, მოიხარშა ხინკალი, შამფურებზე შეიწვა მწვადი, ქვევრიდან დაჭაშნიკდა ღვინო.
საშემოდგომო ზეიმს მოსწავლეთა მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უამრავი სტუმარი ესწრებოდა: მათ შორის იყვნენ: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ნუგზარ მგალიბლიშვილი, ქართველების პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საპატრიარქოს ოფიციალური ვებ. გვერდის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი მიქაელ ბრეგვაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვსტორიის პროფესორი რუსუდან ხორავა. სტუმრები ხულოდან ცნობილი ექიმი გოჩა თავართქილაძე და საზოგადოება "სამშობლოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პოეტი ზია საგინაძე...... საზოგადო მოღვაწე აფხაზეთიდან მანანა სოტკილავა, სასულიერო პირები, საპატრიარქოს თანამშრომლები....., საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლოტკინის უბნის მცხოვრებლები, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლი.
შემოდგომის საღამოს ორგანიზებას უწევდნენ სკოლა პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა /ციცინო/ ანთაძე და კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი და ნათია პაპინაშვილი.
შემოდგომის ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდა
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

