პატარა მუსიკოსები წმიდა ძმები კარბელაშვილების სახლს სტუმრობდნენ
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : ექვსკურსია | გამოქვეყნდა: 2023-07-12 00:49:31
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
18.06.2023
პატარა მუსიკოსები წმიდა ძმები კარბელაშვილების სახლს სტუმრობდნენ
წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის საანგარიშო კონცერტში, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად - ქვემოჭალაში, წმიდა ძმები კარბელაშვილების სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ......
მოსწავლეები გაეცნენ ძმები კარბელაშვილების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, დაათვალიერეს მემორიალური სახლი და ექსპონატები, გადაიღეს სამახსოვრო სურათები......
მოსწავლეებმა ეზოში შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად მუზეუმში იმყოფებოდნენ: ხელოვნების სკოლის დირექტორი- ნანა (ციცინო) ანთაძე, სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორი - თამილა ფოლადიშვილი. ფორტეპიანოს პედაგოგები - ეკატერინე სანაძე, შორენა ებრალიძე, მაია თუშიშვილი, ვიოლინოს პედაგოგი- ლელა ქუმსიაშვილი, გიტარის პედაგოგი - ნინო ამირანაშვილი, ხალხური საკრავების პედაგოგი - მალხაზ ქოიავა, ვაჟთა ხალხური სიმღერის პედაგოგი ტარიელ ხუციშვილი. გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, საქართველოს ისტორიის პედაგოგი - იოსებ აფაქიძე.
მართლმადიდებელი ეკლესია ძმებ კარბელაშვილებს მოიხსენიებს: წმიდა მღვდელ-მოწამეებს პეტრესა და ანდრიას, წმიდა აღმსარებლებს - ეპისკოპოს სტეფანეს, მღვდლებს პოლიევქტოსსა და ფილიმონს.
ხუთმა ძმამ, ხუთმა სასულიერო პირმა, უდიდესი ღვაწლი დასდო ქართულ კულტურას, ქართული გალობის აღდგენა-გადარჩენასა და ნოტებზე გადატანის საქმეს.
წმიდა ძმები კარბელაშვილები
მონაწილეობდნენ წმიდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) მეთაურობით მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ და პროგრესულ-კულტურულ მოძრაობაში, იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
გალობასთან ერთად, ძმებმა კარბელაშვილებმა ეროვნული კულტურის არაერთი ძეგლი, გადაარჩინეს.
კარბელაშვილებმა ცხოვრება მიუძღვნეს ერის ღირსების დაცვას, მისი იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

