გიმნაზიის მე - 8 ბ კლასის მოსწავლეებმა იყალთოში "ბაში-აჩუკის" პერსონაჟები გააცოცხლეს
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : ექვსკურსია | გამოქვეყნდა: 2023-07-11 13:57:38
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
14.06.2023
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მე - 8 ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაყვალა ანთაძე) და მოსწავლეთა მშობლებმა, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით კახეთის სიწმინდეები: ალავერდი, შუამთა და იყალთო მოილოცეს.........
მოსწავლეებმა იყალთოს განათლებისა და კულტურის ცენტრში, აკაკი წერეთლის "ბაში-აჩუკის" მიხედვით აღადგინეს და გაანალიზეს მე - 17 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორია , მოიძიეს ინფორმაცია 1659 წლის, ბახტრიონის აჯანყების შესახებ და ისტორიული და ლიტერატურული პერსონაჟების მხატვრული სახეებიც განიხილეს.......
ასევე ბავშვებმა ქაღალდის ბანერებზე წარმოადგინეს საინტერესო ჯგუფური აქტივობა ,,მიწერე წერილი პერსონაჟს", სადაც გამოაქვეყნეს "ბაში-აჩუკის" პერსონაჟთა სურათები, და პირადი წერილები: ბაში აჩუკს, შაჰ აბასს, ბიძინა ჩოლოყაშვილს, აბდუშაჰილს, თიმსალ მაკოს და სხვა პერსონაჟებს......
როგორც, კლასის დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მაყვალა ანთაძე აღნიშნავს: - გამოიყენეს ამერიკელი ფსიქოლოგის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის - ჰოვარდ ერლ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, რომლის მეშვეობითაც წარმოჩინდა მოსწავლეთა მიერ ტექსტის ცოდნა, საკითხის ღრმა და საფუძლიანი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ანალიზი და პირადი დამოკიდებულება ყველა პერსონაჟის მიმართ.....
ბოლოს მოსწავლეებმა მოილოცეს შუამთის მონასტერი, სადაც 1956 წელს, კინორეჟისორმა ლეო ესაკიამ გადაიღო ცნობილი ფილმი "ბაში-აჩუკი", აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით......
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

