წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მე- 8 ბ კლასის მოსწავლეებმა, (კლასის დამრიგებელი მაყვალა ანთაძე) ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს მსოფლიოს ცნობილ ადამიანთა ცხოვრება და მოღვაწეობა (ინგლისური ენის პედაგოგი, სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე).......
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2023-06-29 00:55:10
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
08. 06. 2023
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ლიტერატურულ სივრცეში, გიმნაზიის წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მე- 8 ბ კლასის მოსწავლეებმა, (კლასის დამრიგებელი მაყვალა ანთაძე) ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს მსოფლიოს ცნობილ ადამიანთა ცხოვრება და მოღვაწეობა (ინგლისური ენის პედაგოგი, სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე).......
გ ა ლ ი ლ ე ო გ ა ლ ი ლ ე ი - იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი.....
ვ ა ნ გ ო გ ი - ვინსენტ ვილემ - ნიდერლანდელი ფერმწერი და გრაფიკოსი.....
ალფრედ ბერნჰარდ ნ ო ბ ე ლ ი - ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამმზადებელი და დინამიტის შემქმნელი.....
პაბლო რუის ი პ ი კ ა ს ო - ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, კუბიზმის დამფუძნებელი.....
ანელიზ (ა ნ ა) ფ რ ა ნ კ ი — ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული „ანა ფრანკის დღიურისა“, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.....
მ უ ჰ ა მ ე დ ა ლ ი — ამერიკელი მოკრივე. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ნახევრადმძიმე წონაში. მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის მრავალგზის ჩემპიონი (1964-1974).......
პ ე ლ ე (ნამდვილი სახელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.....
ა ლ ბ ე რ ტ ა ი ნ შ ტ ა ი ნ ი - ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის......
პ რ ი ნ ც ე ს ა დ ი ა ნ ა, უელსის პრინცესა (— გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრის პრინც ჩარლზის (შემდგომში ჩარლზ III-ის) პირველი ცოლი......
მერვეკლასელთა ამ შესანიშნავ ინგლისურენოვან, ინტელექტუალურ ინსცენირებას, თან ახლდა შესაბამისი ქართულ ენაზე თარგმნილი ფოტო სლაიდები, მუსიკა და ბავშვების მიერ შესრულებული ინგლისური სიმღერები......
დასასრულს, გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, სცენარის ავტორსა და დამდგმელს, ინგლისური ენის პედაგოგს მზიური კოჩალიძეს, მადლობა გადაუხადა იმ შრომისათვის, რაც თან ახლდა ამ წარმოდგენას და მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონეს, რომელიც ამ ასაკის მოსწავლისათვის იშვიათობას წარმოადგენს......
ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის ყოფილი პედაგოგი, გუგული ველიაძე, რომელიც გასულ წელს სხვა სკოლაში გადავიდა და ამ მოსწავლეების ინგლისური ენის პირველი მასწავლებელი იყო, მან მიულოცა ახლანდელ მასწავლებელს მზიური კოჩალიძეს და მოსწავლეებს ის დიდი წარმატება, რაც დღევანდელმა დღემ წარმოაჩინა.....
გახარებული და კმაყოფილნი იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც თავიანთი თვალით იხილეს პედაგოგისა და მოსწავლეების ერთობლივი შრომის შედეგი და მოუსმინეს თავიანთი შვილების გამართულ საუბარს ინგლისურ ენაზე........
გახარებული იყო კლასის დამრიგებელი მაყვალა ანთაძეც, რომელი ასევე თავის შრომის ნაყოფს ხედავდა, პატარა ინტელექტუალების დღევანდელი აქტივობით...........
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

