კიდევ ერთხელ შეიკრიბენ გიმნაზიაში წლევანდელი კურსდამთავრებულები მშობლებთან ერთად, რათა ამჯერად საზეიმო წვეულებაზე გამგზავრებულიყვნენ მცხეთაში......
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-06-29 00:47:48
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
05.06.2023
კიდევ ერთხელ შეიკრიბენ გიმნაზიაში წლევანდელი კურსდამთავრებულები მშობლებთან ერთად, რათა ამჯერად საზეიმო წვეულებაზე გამგზავრებულიყვნენ მცხეთაში......
კურსდამთავრებულები და მადლიერი მშობლები დალოცა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მან კიდევ ერთხელ მიულოცა კურსდამთავრებულებს გიმნაზიის დასრულება და წარმატებები უსურვა ცხოვრების შემდგომ ეტაპზე.......
.......-"როდესაც, მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ, ეს გიმნაზია დააფუძნა, წმიდა თამარ მეფის სახელი უწოდა და ხელმძღვანელად განმამწესა, ასეთი სიტყვები მითხრა: "შემთხვევითი არ არის, რომ თქვენს სკოლას თამარ მეფის სახელი დაერქვა, თქვენ უნდა მოამზადოთ მომავალი თაობა თამარის ეპოქის განმეორებისათვის საქართველოში, იმ ეპოქისა, რომელსაც ჩვენმა ხალხმა სამართლიანად უწოდა -"ოქროს ხანა"........
თქვენ ხართ ჩვენი გიმნაზიის მესამე გამოშვება, რომლებიც პირველი კლასიდან იმყოფებით ჩვენთან, თქვენ გასწავლიდნენ გამოცდილი, პროფესიონალი პედაგოგების გუნდი, რომლებმაც ყველაფერი მოგცეს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეული ადამიანები იყოთ და დიდ წარმატებებს მიაღწიოთ ცხოვრებაში,...... თქვენ, ქრისტეს ნათელზე დაფუძნებული საშუალო განათლებით, მიიღებთ ისეთი დონის უმაღლეს განათლებას, რომ მართლაც იქნებით ახალი თამარის ეპოქის შემოქმედნი" - მიმართა მამა მირიანმა მოსწავლეებს......
კურსდამთავრებულებს და მათ მშობლებს მიესალმნენ: პირველი მასწავლებელი - მადონა ვარდოშვილი, კლასის დამრიგებელი - თეა ხარაზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი - ნანა ანთაძე......
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

