წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა კლასის მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების შეკრება
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-05-24 22:34:36
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
03.04.2023
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა კლასის მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების შეკრება, რომელსაც უძღვებოდა გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე......შეკრებაზე განიხილეს, მიმდინარე რეფორმიდან გამომდინარე, პირველ სემესტრში გიმნაზიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ..... ასევე რეიტინგული სისტემის, კლუბური მუშაობის, საოლიმპიადო ჯგუფების, მეცნიერებთან შეხვედრების სასიკეთო მნიშვნელობის შესახებ....
შეკრებაზე აღინიშნა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს მშობელსა და გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობა.
......-სკოლა-ეკლესია-ოჯახი, ამ "სამკუთხედს", კიდევ უფრო მეტი პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, თუ აქედან ერთ-ერთი რგოლი ამოვარდა, შედეგზე ვერ გავალთ - ბრძანა გიმნაზიის რექტორმა....
მშობლებმა მადლობა გადაუხადეს გიმნაზიის ხელმძღვანელობას და პედაგოგებს, გაწეული მუშაობისა და მათი შვილების განსაკუთრებული ყურადღებისათვის, ასევე წამოაყენეს საინტერესო წინადადებები გიმნაზიის მუშაობის კიდევ მეტად გაუმჯობესებისათვის......
შეკრებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა ანთაძე და კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი....
გადაწყდა, რომ მშობელთა საგაზაფხულო კონფერენცია გაიმართოს მაისის ბოლოს.....
დასასრულს გიმნაზიის რექტორმა მადლობა გადაუხადა მშობლებს თანადგომისათვის და აქტიური თანამშრომლობისათვის.....
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

