შეხვედრა კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძესთან......
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-05-24 22:25:43
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin

30.03.2023
ხელოვნების სკოლა-პანსიონში გაიმართა შეხვედრა - კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძესთან ....
თბილისის წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა საბავშვო კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძესთან......
შეხვედრას ხელოვნების სკოლა-პანსიონისა და გიმნაზიის პედაგოგები, მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ......
სტუმარი საზოგადოებას წარუდგინა ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორმა ნანა ანთაძემ, მან ისაუბრა კომპოზიტორის შემოქმედებით ცხოვრებაზე და მის მიერ შექმნილ საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებებზე....
შეხვედრას უძღვებოდა სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების მენეჯერი თამილა ფოლადიშვილი.....
თავდაპირველად სცენა მასპინძლებს დაეთმო:
სკოლა-პანსიონის გოგონათა გუნდმა (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი) შეასრულა იოსებ კეჭაყმაძის სიმღერა "წერილი",ხოლო საფორტეპიანო კლასის მე - 7 კლასის მოსწავლემ ლილი გაჩეჩილაძემ შოპენის "ნოქტიურნი"......
კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძის სიმღერები შეასრულეს ხელოვნების სკოლა-პანსიონის ვოკალური კლასის მოსწავლეებმა: ანასტასია ბეგლარაშვილმა "მონატრება", მარიამ შაქარაშვილმა "ვედრება მზისადმი",, მარიამ ექსეულიძემ და ნინო ჩაჩანიძემ "ჭიამაია", ნინო ჩაჩანიძემ "ჩემი ზღვა".....
შემდეგ სცენა დაეთმო სტუმრებს: ქალბატონი თამარის მოწავლეებს თბილისის მე - 4 სახელოვნებო სკოლიდან:
ლიზი მაისურაძემ შეასრულა "საათი" და "სამშობლო", ანასტასია კალმახელიხემ კი "სამყურა" და "ბათუმს".......
ქალბატონმა თამარმა უპასუხა მოსწავლეების საინტერესო შეკითხვებს, მადლობა გადაუხადა სკოლა-პანსიონისა და გიმნაზიის ხელმძღვანელობას, მოსწავლეებსა და მოსწავლეთა მშობლებს გულთბილი შეხვედრისათვის და სკოლას მისი ახლადგამოცემული სიმღერების ნოტების კრებული გადასცა საჩუქრად....
გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დალოცა ქალბატონი თამარი, მადლობა გადაუხადა სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისათვის და საჩუქრად წმიდა კეთილმსახური თამარ მეფის ხატი გადასცა.......
დასასრულს, მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ქალბატონ თამართან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.....
შეხვედრას ესწრებოდნენ: გიმნაზიის კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, ხარისხის სამსახურის მენეჯერი მარინა გოგოლაძე, მეთოდური სამსახურის ხელმძღვანელი მაყვალა ანთაძე, ფორტეპიანოს პედაგოგი ლიალია ბალანჩივაძე და კონცერტმეისტერი მაია თუშიშვილი.
თამარ ვაშაკიძე
(09.02.1960, თბილისი), კომპოზიტორი.
განათლება:
დაამთავრა: 1975 წელს IV მუსიკალური სკოლა, 1979 წელს - თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი, (პედაგი. ნ. ვაწაძე (კომპოზიცია), გ. ჭელიძე (ფორტეპიანო), 1984 წელს თილისის სახელმწიფო კონსერვატორია, (პედაგი ა. შავერზაშვილი (კომპოზიც.).
საქმიანობა:
1985-2005 თბ. №5 მუს. სკ. პედაგ. (თეორ. საგნ.). 2004-დან თბ. №4 მუს. სკ. პედაგ. (საესტრ. განყ.). კონკ.: საქ. კულტ. სამინისტროს და საქ. კომპოზ. კავშირის: III პრემ. (2010). I, II, III პრემ. (2012). I პრემ. (2013). ქუთ. მ. ბალანჩივაძის სახ. კონკ. ორი II პრემ. (2013 საქ. საზოგადოებრივი მაუწყებლის და საყმაწვილო მუს. სტუდია "ბასტი-ბუბუ"). პრემია (2009 საუკეთესო საბავშვო სიმღერისთვის). საქ. კომპოზ. კავშ. წევრი.
ჯილდოები:
ღირსების ორდენი (2002). I პრემ. საქ. კულტ. სამინისტროს და კომპოზ. კავშ. საგუნდო მუს. კონკ. თბ. 2012;
თხზულებები:
მიუზიკლ.: საბავშ. "სამი გოჭი" (2009); "საახალწლო ზღაპარი" (2013). სიმფ.: ინსტრ. კონც.: სავიოლ. (1986); საფ-ნო (საყმაწვილო. კამერ. ორკ. ერთად. 2014). კამერ. ინსტრ.: საფ-ნო ციკლი (კულტ. სამინისტროს და კომპოზ. კავშ. III პრემ. 2010); "ტრანსკრიფცია მ. ბალანჩივაძის თემებზე" (2013. II პრემ. ქუთ. 2013.); საფ-ნო ტრიო (II პრემ. ქუთ. 2013.); სიმებ. კვარტ. (2006); სავიოლ. სონატა, სავიოლ. პიესები, გუნდები, მათ შორის: "ალილო" (I პრემ. საქ. კულტ. სამინისტროს და კომპოზ. კავშ. საგუნდო მუს. კონკ. თბ. 2012). a cappella გუნდები, მათ შორის "მზის საგალობელი". სიმღერები გ. აბაშიძის, მ. რუხაძის, მ. ფოცხიშვილის, მ. წიკლაური-ძიძიგურის და სხვ. ლექსებზე. საბავშვო სიმღ., მათ შორის: "ძილისპირული", "სამშობლო", "ფლეიტისტი ბუკა" (საქ. კულტ. სამინისტ. და კომპოზ. კავშ. საბავშვო სიმღ. კონკ., თბ., 2012).
ლიტერატურა:
სარედაქც. წერილ. "ეს არ არის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია", ჟ. "მუსიკა", 2014 №1; ნაცვალაძე, მ. "ვინ აგრძელებს მ. დავითაშვილის გზას", ჟ. "მუსიკა" 2016 №2.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.
ძიება
უახლესი ამბები
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..
- 31.07.2024 "ფონდ "- ლაზარესგან მხარდაჭერით, ამჯერად მოსწავლეების გაცვლითი პროგრამა სასომხეთში განხორციელდა..
- 16.07.2024 სტეფანწმინდა, თრუსოს ხეობა....
- გიმნაზიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი" საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა.....
- 2024 წლის 27 ივნისს, გიმნაზიის ბიბლიოთეკაში- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის 2023/2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა..
- 27.06.2024 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გამარჯვებისადმი მიძღვნილი სანახაობა გაიმართა...
- 19.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები
- სასიხარულოა, რომ ამ ხელოვნების სკოლაში, ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებიც ეუფლებიან სახელოვნებო განათლებას
- 12.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაინერგა კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე....
- საპატრიარქოს ხელოვნების სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება...
- 2024 წლის 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართველების პოეტის, თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო "მე ავირჩიე გზა ეკლიანი"....
- 03.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაიწყო სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოცდები...
- 30.05.2024 დღეს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა ფინალური ტური ჭადრაკში, ვაჟთა შორის ....
- 28.05.2024 დღეს თამარ მეფის გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) გიმნაზიის ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს კონფერენცია...
- 27.05.2024 გიმნაზიის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თამთა ხარატიშვილი) მონაწილეობა მიიღეს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში "ბუნება და ადამიანი".....