წმიდა სოლომონ მეორის სახელობის მე - 5 ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი იოსებ აფაქიძე) წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებეზე შექმნილი ლიტერატურულ-მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია "იავნანამ რა ქმნა"......
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2023-05-24 22:23:11
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
28.03.2023
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა სოლომონ მეორის სახელობის მე - 5 ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი იოსებ აფაქიძე) წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებეზე შექმნილი ლიტერატურულ-მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია "იავნანამ რა ქმნა"......
ინსცენირება და დადგმა განახორციელა კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამთა ხარატიშვილმა.......
ეს ღონისძიება იმითაა მნიშვნელოვანი რომ, კომპოზიციაზე მუშაობის პერიოდში ბავშვები გაეცნენ მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობას და იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას, ნაწარმოებში წარმოდგენილი ეპოქის საქართველოს ისტორიას, ყოფას, ფოლკლორს ეთნოგრაფიას, ეთნოლოგიას, ქართველი ხალხის ურთიერთობას ჩრდილო კავკასიის მრავალეთნიკურ მოსახლეობასთან, ასევე იბერიულ-კავკასიური ერთობის მნიშვნელოვან საკითხებს.......
ღონისძიების შემდეგ, გიმნაზიის მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელმა, წამყვანმა პედაგოგმა - მაყვალა ანთაძემ ღონისძიების ლიტერატურულ - მხატვრული ანალიზი გააკეთა და მადლობა გადაუხადა ბავშვებს და პედაგოგს გაწეული შრომისათვის.
წარმოდგენას ესწრებოდა - ბავშვები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები დალოცა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.....
რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის გამორჩეულ პედაგოგს თამთა ხარატიშვილს იმ აქტივობისათვის, რასაც ის იჩენს გიმნაზიის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყოველწლიურად აბარებს შემოქმედებით ანგარიშს დირექციასა და მშობელთა საზოგადოებას, ასეთი შესანიშნავი, მაღალ მხატვრულ დონეზე მიმზადებული ღონისძიებებით.......
ლიტერატურულ-მუსიკალურ- დრამატულ კომპოზიციას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, გიმნაზიის პედაგოგები, დირექციის წევრები: სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა ანთაძე, ხარისხის სამსახურის მენეჯერი - მარინა გოგოლაძე.
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

