წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის III ბ კლასის (დამრიგებელი ქეთევან მოსულიშვილი) მოსწავლეებისათვის, ბუნებისმეტყველებისა და ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) საგნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2023-05-24 22:19:39
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
27.03.2023
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, ციფრული ტექნოლოგიების კაბინეტში - წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის III ბ კლასის (დამრიგებელი ქეთევან მოსულიშვილი) მოსწავლეებისათვის, ბუნებისმეტყველებისა და ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) საგნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. (პედაგოგები ქეთევან მოსულიშვილი და თორნიკე ნამორაძე).
საგაკვეთილო თემა იყო ,,სად ბინადრობენ ძუძუმწოვრები"
ამონარიდი ინტეგრირებული გაკვეთილიდან:
"..........ცხოველები საკვებსა და თავშესაფარს თავიაანთ საარსებო გარემოში იღებენ. ისინი შეჩვეულები არიან ამ გარემოს და თავს ცუდად გრძნობენ სხვა გარემოში. ძუძუმწოვრები გვხვდებიან ყველგან: ხმელეთზე, წყალსა თუ ჰაერში.
წყალს დედამიწის უდიდესი ნაწილი უკავია. ზღვებსა და ოკიანეებში დიდი ძუძუმწოვრები ბინადრობენ, როგორიცაა: დელფინი, ვეშაპი, სელაპი.
მდინარეებში მობინადრე ძუძუმწოვრებია თახვი და წავი.
ნიადაგი მრავალი ცხოველის საარსებო გარემოა. ნიადაგში სინათლე ვერ აღწევს, ამიტომ იქ მობინადრე ცხოველებს მხედველობა სუსტად აქვთ განვითარებული. საკვების მოპოვებასა და გზის გაკვლევაში მათ კარგი ყნოსვა ეხმარებათ.
ძუძუმწოვარა ცხოველებიდან ფრენა მხოლოდ ღამურას შეუძლია.
ხმელეთის ძუძუმწოვრები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ისინი ბინადრობენ: მთებში, ჭალებში, ტყეებსა და გაშლილ ველებზე. მაგალითად: კურდღელი, ლომი, მგელი, სპილო, დათვი, კენგურუ და ა.შ.......
გაკვეთილმა საინტერესო ვითარებაში ჩაიარა და მოსწავლეთა მოწონება დაიმსახურა.....
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

