კიდევ ერთი საინტერესო და შემოქმედებითი დღე გიმნაზიის ცხოვრებაში.......
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-04-02 20:55:18
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
24. 03. 2023
კიდევ ერთი საინტერესო და შემოქმედებითი დღე გიმნაზიის ცხოვრებაში.......
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში - საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსის იუნკერებმა (სტუდენტებმა), ჩვენი გიმნაზიის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა დემეტრე ჩხაიძემ და ვალერი სიხუაშვილმა მე - 10, მე - 11, მე -12 კლასის მოსწავლეებთან, აკადემიის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.....
მოვუსმინოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ნანა ანთაძეს:
თამარ მეფის გიმნაზიის აღზრდილები
მამა მირიანის მოწაფეები......ჩვენი გიმნაზიის სახეები: - დემეტრე ჩხაიძე და ვალერი სიხუაშვილი......
დარწმუნებული ვართ ყველგან გვასახელებენ , ყველგან წარმატებულნი და სანიმუშონი იქნებიან
დიახ, ჩვენი ეროვნული გიმნაზია აძლევს მათ, იმას, რაც თითოეულ ქართველს უნდა ჰქონდეს..
ამიტომაც არ გაგვკვირვებია როცა გიმნაზიაში, აკადემიის ხელმძღვანელობისაგან სამადლობელო წერილი მოვიდა დემეტრე ჩხაიძის აღზრდისათვის
დღეს კი, როცა იუნკრების საამაყო ფორმაში გამოწყობილი : დემეტრე ჩხაიძე და ვალერი სიხუაშვილი გვესტუმრნენ და სამხედრო აკადემიის სწავლების პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს, მამა მირიანს გული სიამაყით ევსებოდა და სიხარულს ვერ მალავდა......
პრეზენტაციამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია...
პრეზენტაციის დასასრულს დემეტრე და ვალერი იხსენებდნენ გიმნაზიაში გატარებულ წლებს და იმ დიდ წვლილს, რაც გიმნაზიას მიუძღვის მათ ჩამოყალიბებაში .
ყვებოდენ რომ აქ ნასწავლი ლექსები ,სიმღერა , ცეკვა და სხვა უნარები და ღირებულებები აკადემიაში გამოადგათ და ეს ყველაფერი მათი პროფესორ-მასწავლებლების აღფრთოვანებასაც იწვევს..
იუნკერები: Დემეტრე და ვალერი მოსწავლეებს რჩევას აძლევდნენ :Ისწავლეთ კარგად და თქვით ლექსები.. იმღერეთ და იცეკვეთ. გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ გიმნაზიის უნიფორმას. Ეს კი გასწავლით პატივისცემას ყველა პროფესიისას, დააფასეთ აქ სწავლა და მიიღეთ მონაწილოება გიმნაზიის ყველა აქტივობაში.. ეს ყველაფერი კი ცხოვრებაში გამოგადგებათ .
უსმენდენ მოსწავლეები თანასკოლელებს და ყველა სიტყვა გულთან მიჰქონდათ
ვუსმენდით ჩვენ პედაგოგები გვეამაყებოდა და გვიხაროდა
Აი , ვინ მოდის მომავლიდან
აი , ვინ უნდა იყოს პატრონი საქართველოსი
იუნკერებს შეხვდა და დალოცა გიმნაზიის რექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

