საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

მზითა და სითბოთი იყო გაჯერებული ღონისძიება რომელიც წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს.......

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2023-04-02 20:49:27

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


მზითა და სითბოთი იყო გაჯერებული ღონისძიება რომელიც წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს.......

23. 03. 2023

მზითა და სითბოთი იყო გაჯერებული ღონისძიება რომელიც წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს.......

 ,, ნოდარ დუმბაძე - მზიანი გულის ადამიანი" - ასე ერქვა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა სალომე ნოზაძემ მოამზადა.......

  ღონისძიებას, ბავშვებთან ერთად ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, დირექციის წარმომადგენლები, რომლებმაც  სიამოვნებით იმოგზაურეს ნოდარ დუმბაძისეულ, ულამაზეს გურიაში....... 

როგორ გამოვიდოდა ნოდარ დუმბაძის საღამო ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი  გმირების გარეშე და ბავშვებმა შესანიშნავად მოირგეს ოლღა ბებიას, ზურიკელა ვაშალომიძის, ილიკოს, ილარიონის, ხატიას, სოსოიას, ზაზა ნაკაშიძის, დედა ანიკოს, შოშიას, ტიგრანას, ლიმონას, სამხედრო მასწავლებლის  და სხვა პერსონაჟების როლები. იყო ღიმილი,  იყო ცრემლი, იყო მზე და კრიმანჭული......

ეკრანიდან იშლებიდა ნოდარ დუმბაძის  ცხოვრების სურათები.....

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები დალოცა და შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.........

ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას ესწრებოდნენ და ბავშვებს მიესალმნენ: კლასის დამრიგებელი, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი -  ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელი - მაყვალა ანთაძე......



მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით facebook ლინკზე...

ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: