წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, მათემატიკის კათედრისა და მათემატიკის მოყვარულთა კლუბის (ხელმძღვანელი შორენა ოქრიაშვილი) ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ცნობილ მეცნიერებთან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გამოთვლითი მათემატიკის დირექტორთან, პროფესორ - ვახტანგ კვარაცხელიასთან და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან, პროფესორ - ჰამლეტ მელაძესთან........
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-04-02 20:41:46
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
20.03.2023
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, მათემატიკის კათედრისა და მათემატიკის მოყვარულთა კლუბის (ხელმძღვანელი შორენა ოქრიაშვილი) ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ცნობილ მეცნიერებთან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გამოთვლითი მათემატიკის დირექტორთან, პროფესორ - ვახტანგ კვარაცხელიასთან და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან, პროფესორ - ჰამლეტ მელაძესთან........
საუბრის თემა გახლდათ "საუბრები მათემატიკაზე".......
შეხვედრას გიმნაზიის მათემატიკის მოყვარულთა კლუბის წევრები, დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.......
ბატონმა ვახტანგ კვარაცხელიამ ისაუბრა ქართული მათემატიკური სკოლის ისტორიასა და მის მიღწევებზე, ბავშვებს გააცნო მათემატიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები და ბოლოს წარმოადგინა პრეზენტაცია გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შესახებ......
ბატონმა ჰამლეტ მელაძემ ისაუბრა მათემატიკის დიდ მნიშვნელობაზე და მის კავშირებზე მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან.......
ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი, დოქტორანტი ვალერი ბერიკაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აირჩიონ მომავალ სპეციალობად მათემატიკა.....
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეთა საინტერესო შეკითხვებს, რის გამოც ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ......
გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც გაგრძელდება ურთიერთთანამშრომლობა......
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: გიმნაზიის მათემატიკის კათედრასა და მათემატიკის კვლევით ინსტიტუტს შორის გაფორმდება მემორანდუმი - ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო ღრმად გაეცნონ ამ მეცნიერებას......
შეხვედრას ესწრებოდნენ: გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა ანთაძე, მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელი - მაყვალა ანთაძე, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი - შორენა ოქრიაშვილი, მატემატიკის პედაგოგი ლელა ჩხაიძე და ფიზიკის პედაგოგი ზურაბ გოგოლაძე........
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

