საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა კოჯორში, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს.......
კატეგორია : ვიზიტები | ქვეკატეგორია : დირექცია - მოსწავლეები | გამოქვეყნდა: 2023-04-02 19:49:01
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
23.02.2023
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა კოჯორში, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს.......
გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენებელი პანაშვილი აღასრულა და მოსწავლეებს ესაუბრა 1921 წლის თებერვლის მოვლენების შესახებ, ქართველი ჯარისკაცებისა და ახალგაზრდა იუნკრების გმირულ ბრძოლაზე საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში.......
საქართველოს ისტორიის პედაგოგმა - იოსებ აფაქიძემ ბავშვებს მოუთხრო, კოჯრის მიდამოებში, ქართველთა თავგანწირული ბრძოლისა და საბჭოთა ოკუპაციის შესახებ.......
საქართველოს სახალხო პოეტმა ("ქართველთა პოეტმა"), ჩვენი გიმნაზიის მეგობარმა - თინათინ მღვდლიაშვილმა წაიკითხა საკუთარი ლექსები, რომელიც მიძღვნილია გმირი ქართველებისადმი......
ასევე ქართველ პოეტთა ლექსები წაიკითხეს და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრეს გიმნაზიის მოსწავლეებმა: ირაკლი ბაბუცაშვილმა, ეკატერინე გორგაძემ, ანა ბერიძემ, დავით დუგლაძემ, თეკლა მუჯირიშვილმა და გიორგი ჩხაიძემ.....
კოჯრიდან დაბრუნების შემდეგ, ქალბატონმა თინათინ მღვდლიაშვილმა, საინტერესო შეხვდა გამართა ხლოვნების სკოლის, საცხოვრებელ კამპუსში მცხოვრებ ბავშვებთან......
პროფესორი - სერგო ვარდოსანიძე
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
1921 წლის თებერვლის მძიმე დღეებში ქართველი იუნკრები გმირულად იცავდნენ თბილისის მისადგომებს,ამ ბრძოლაში არაერთ ახალგაზრდა დაიღუპა...
მათი დაკრძალვა დაყოვნდა თბილისში ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოსვლის გამო..
დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე ასე იხსენებდა იუნკრების დაკრძალვას:
"9 მარტს ტფილისის სამღვდელოების მონაწილეობით გადმოვასვენეთ მიხაილოვის საავადმყოფოდან 32 კუბო,გალობდა სამი გუნდი,წინ მიგვიძღოდა ჯვარი შავი ბაირაღით,დაგვესწრო მთელი ტფილისი განურჩევლად ეროვნებისა,გაიმართა ისეთი პროცესია,რომლის მსგავსი არ ახსოვს ჭაღარა ტფილისს,მივდიოდით შესანიშნავი დისციპლინით სამხედრო ტაძრის გალავანში,სადაც მათთვის იყო გამზადებული საფლავები,იქ,
ჯერ კიდევ მენშევიკების ქალაქიდან გასვლამდე დავასაფლავეთ ისევ ამ ბრძოლაში დახოცილი ოფიცრები,იუნკრები და ჯარისკაცები,15 კუბო,ამათ წირვა გადაუხადა კათოლიკოსმა ლეონიდმა სამხედრო ტაძარში,იქვე ავუგეთ ანდერძი,ანდერძის კურთხევანს მე ვკითხულობდი,ნოე ჟორდანიაც დაგვესწრო მაშინ მთელი მინისტრებით და დამფუძნებელ კრების წევრთა თანდასწრებით,ახლა კი ანდერძი აუგეთ ტაძრის ეზოში,საფლავების პირზე,ზღვა ხალხით გარშემორტყმული.გრანდიოზული სურათი იყო,ანდერძის კურთხევანს ისევ მე ვკითხულობდი ხმამაღლა,მკაფიოდ და მწუხარებით,ხალხს ჟრუანტელი უვლიდა ტანში,სიტყვები არ წარმოთქმულა განგებ,უსიტყვოდ უფრო მეტი ითქვა,ბოლოს საუკუნოდ ხსენებაზე დაიჩოქა სამღვდელოებამ,დაიჩოქა მთელმა ხალხმა,როგორც ეზოში მდგომმა,ისე გალავნის ნაპირზე თუ სახლის სახურავ-აივანზე. გამოვიდა დიდი დემონსტრაცია ჩვენი დედაქალაქის ასე ვერაგულად და მუხანათურად რუსის არმიის მიერ დაჭერის გამო."
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

