ეს გახლავთ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის 200 ადგილიანი, გასარემონტებელი საკონცერტო დარბაზი, რომლის კეთილმოწყობა გადავწყვიტეთ ჩვენი მწირი ფინანსური შესაძლებლობებით და ქველმოქმედი ადამიანების მხარდაჭერის იმედით.......
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2023-04-02 19:40:27
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
20.02.2023
ეს გახლავთ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის 200 ადგილიანი, გასარემონტებელი საკონცერტო დარბაზი, რომლის კეთილმოწყობა გადავწყვიტეთ ჩვენი მწირი ფინანსური შესაძლებლობებით და ქველმოქმედი ადამიანების მხარდაჭერის იმედით.......
რაც ჩვენ გიმნაზიას, თბილისის სხვადასხვა თეატრალური და საკონცერტო დარბაზების დაქირავებაში თანხა გვაქვს გადახდილი, ჩვენს მიერ დადგმული სპექტაკლებისა და საკონცერტო პროგრამების საჩვენებლად, ამ დარბაზს თავისუფლად გავარემონტებდით........
ვის არ მივმართეთ თხოვნით: - დახმარებისათვის, ვინ არ შევაწუხეთ, ვინ არ დავაინტერესეთ, მაგრამ არავისათვის არ აღმოჩნდა საინტერესო ეს შესანიშნავი პროექტი.......
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური შესაძლებლობა არ გაგვაჩნია ( ჩვენი ბიუჯეტი: დაფინანსება საპატრიარქოდან, მოსწავლის ვაუჩერი, დახმარება განათლების სამინისტროდან, მოსწავლის საგანმანათლებლო მომსახურეობის გადასახადი) ყოფნის მხოლოდ პედაგოგებისა და სხვა თანამშრომლების ხელფასებს, კომუნალურ გადასახადებს, მცირე სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯებს - კეთილი ადამიანების მიერ თანხებისა და სამშენებლო მასალების მოძიების იმედით მოვკიდეთ ხელი ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეს.......
(ასე ჩავუტარეთ სარემონტო სამუშაოები სატრაპეზოს, სამხატვრო სტუდიას, ბიბლიოთეკას, სპორტულ დარბაზს).....
დარბაზში და ფოიეში, პირველ ეტაპზე ჩასატარებელია შემდეგი სამუშაოები:
1. კედლების გალესვა
2. ჭერის მოწყობა მუყაო-თაბაშირით
3. კედლებისა და ჭერის შეფიხვნა ფითხით
4. ელექტროგაყვანილობის მოწყობა
5. ამაღლებული სცენის მოწყობა გამომშრალი ფიცრით
6. იატაკის მოწყობა გამომშრალი ფიცრით
7. ჭერისა და კედლის შეღებვა ემულსიის საღებავით
8. კარ-ფანჯრის მოწყობა
9. ხელოსნის ხელფასი
მეორე ეტაპი:
1. 200 სკამის შეძენა დარბაზისათვის
2. სასცენო განათების შეძენა და მონტაჟი
3. რადიო-გახმოვანების აპარატურის შეძენა და მონტაჟი
4. სცენის კულისების მოწყობა და ქსოვილით შემოსვა.
მეორე ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად იმედი გვაქვს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ პროექტებში გამარჯვების და დაფინანსების მოპოვების.......
პირველ ეტაპზე გვესაჭიროება:
1. ცემენტი
2. სამშენებლო ქვიშა
3. ფითხი (შპაკლი)
4. მუყაოთაბაშირი
5. ემულსიის საღებავი
6. 40 მმ - იანი გამომშრალი ფიცარი
7. ხის კოჭები
8. ელექტროკაბელი
ფინანსური დახმარებისათვის გაცნობებთ საბანკო რეკვიზიტს:
თიბისი ბანკი
GE21TB7993436080100001
"კეთილი გულით მოძღვნილი, მცირედიც შეიწირების"
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

