ფერეიდნელი, მაზანდარელი და ჰერეთელი ბავშვების ახალი ნაკადი
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2023-04-02 19:13:47
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
ამ ფოტოზე ფერეიდნელი, მაზანდარელი და ჰერეთელი ბავშვების ახალი ნაკადია......
ისინი წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები არიან, ზოგმა ქართული ჩვენთან ისწავლა ზოგი ახლა სწავლობს.. უყვართ ჩვენი გიმნაზია და აქ თავს ბედნიერად გრძნობენ
მათი მშობლები ქალბატონ ნანას დედას ეძახიან. ჩვენმა პატრიარქმა ერთ-ერთ შეხვედრაზე ქალბატონ ნანას უთხრა: "შენ ამათი დედა ხარო"..... და მას შემდეგ ყველა ფერეიდნელი და ჰერეთელი ასე მომართავს . ქალბატონი ნანა ამასთანავე, საქართველოს საპატრიარქოს, ქართველ მუსლიმანებთან ურთიერთობის ხელმძღვანელიცაა, მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით.....
უემოციოდ ვერ მოისმენ მათ ნაამბობს, ემოციას ხშირად ცრემლიც მოჰყვება ხოლმე უსმენ და გიხარია მათი უსაზღვრო სიყვარული საქართველოსადმი...გიხარია მათი დაბრუნება....
ისინი საქართველოში ჩვენი გიმნაზიის იმედითაც ბრუნდებიან......
აქ, მათთან ერთად სწავლობენ მოსწავლეები
დედაქალაქიდან და ხელოვნების ნიჭით გამორჩეული ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ეკომიგრანტები ზემო აჭარიდან და სხვა მაღალმთიანი რაიონებიდან....
აქ, ქრისტიან ბავშვებთან ერთად სწავლობენ და ხელოვნების სკოლის კამპუსში ცხოვრობენ ქართველი მუსლიმანი ბავშვები, რომელთაც სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარული აერთიანებთ....
400 წლის წინათ, ირანიდან საქართველოში, გადასახლებული ქართველები, როდესაც სამშობლოში ბრუნდებიან, ჩვენი გიმნაზია და ხელოვნების სკოლა-პანსიონი, მათ შვილებს ეხმარება ახალ გარემოსთან შეგუებაში, ენის შესწავლასა და განათლების მიღებაში
მნიშვნელოვანია ის ,რომ ფერეიდნელი, მაზანდარელი და ჰერეთელი ბავშვების ძირითად საგანმანათლებლო მომსახურეობას სრულად აფინანსებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.......
საქართველოსთვის.
სამშობლოსათვის,
სახელმწიფოსათვის
აუწონავ და შეუფასებელ საქმეს აკეთებს ჩვენი გიმნაზია და სკოლა-პანსიონი
გვესტუმრეთ და ადგილზე იხილეთ თუ რა ძალა აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, აგრეთვე გიმნაზიის რექტორის, დეკანოზ მირიანის დიდ ძალისხმევას......
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

