საქართველოს საპატრიარქოს, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა შუშანიკის სახელობის მე - 9 ა კლასის და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის მე - 9 ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან და დირექციის წარმომადგენლებთან ერთად, საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" (დირექტორი რეზო შარაბიძე) დაფინანსებით - შიდა ქართლში გაემგზავრნენ
კატეგორია : ვიზიტები | ქვეკატეგორია : დირექცია - მოსწავლეები | გამოქვეყნდა: 2023-03-06 21:45:35
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
28.12.2022
სამთავისი - ვარიანი - შინდისი......
საქართველოს საპატრიარქოს, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა შუშანიკის სახელობის მე - 9 ა კლასის და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის მე - 9 ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან და დირექციის წარმომადგენლებთან ერთად, საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" (დირექტორი რეზო შარაბიძე) დაფინანსებით - შიდა ქართლში გაემგზავრნენ......
მოსწავლეებმა დავდაპირველად მოილოცეს სამთავისის მონასტერი, სადაც დასაფლავებული არიან 13 ასირიელი მამებიდან: ისიდორე სამთავნელი და თადეოზ სტეფანწმინდელი, აგრეთვე წმიდა ფილიმონ კარბელაშვილი.......
შემდეგ მოსწავლეებმა სოფელ ვარიანში დაათვალიერეს დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახლ - მუზეუმი, უფრო დეტალურად გაეცნენ ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას....... ბუნების წიაღში ჩაატარეს ღია გაკვეთილი და
დაათვალიერეს კარის ეკლესია......
და ბოლოს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სოფელ შინდისში მოინახულეს ის ადგილი, სადაც 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქართველმა პატრიოტებმა, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში, თავი გაწირეს სამშობლოს თავისუფლებისათვის...... გმირთა მემორიალთან გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები......
მოსწავლეებთან ერთად სასწავლო შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ: გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, საპატრიარქოს ფონდ ლაზარეს წარმომადგენლები: , გიდი - ეკატერინე ჭეიშვილი, მძღოლი - ჯაბა დეკანოიძე, - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნანა ანთაძე, კლასის დამრიგებლები: თეონა მოდებაძე და ნათია პაპინაშვილი...... , ხელოვნების სკოლა-პანსიონის კამპუსის კორდინატორი - ნინო ცეცხლაძე, ექიმი- ნანა აბაშიძე........
გიმნაზიის დირექცია მადლობას უხდის საპატრიარქოს ფონდ "ლაზარეს" და მის დირექტორს, ბატონ რეზო შარაბიძეს, პროექტის დაფინანსებისა და თანადგომისათვის.......
მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით facebook ლინკზე...
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

