საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის დარბაზში - გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის (ხელმძღვანელი თეონა მოდებაძე) მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე ესწრებოდა......

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-03-06 21:43:12

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის დარბაზში - გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის (ხელმძღვანელი თეონა მოდებაძე)  მორიგი სხდომა გაიმართა,  რომელსაც გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე ესწრებოდა......

27.12.2022

დარბაზი, რომელშიც კათედრის სხდომა ჩატარდა, გიმნაზიის რექტორის კაბინეტი იყო, რომელიც მამა მირიანმა ლიტერატურის კლუბს გადასცა და თვითონ, პატარა, მოკრძალებულ კაბინეტში გადაინაცვლა......
ამ აუდიტორიას მრავალმხრივი დატვირთვა ექნება: აქ იმუშავებს არა მარტო ლიტერატურული კლუბი, არამედ აქ გაიმართება ქართული ენისა და ლიტერატურის, აგრეთვე ინგლისური ენის გაკვეთილები გაძლიერებული სწავლებით......
სხდომის მიმდინარეობისას, მამა მირიანმა აღნიშნა, რომ - ....."აუდიტორია უახლოეს დღეებში აღიჭურვება თანამედროვე ციფრული ტექნიკითა და თვალსაჩინოებით, მეთოდური ლიტერატურითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით"......
ამ აუდიტორიაში - დღის მეორე ნახევარში იმუშავებს სააბიტურიენტო ჯგუფები ინგლისურ ენასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში.....
სხდომაზე ასევე განიხილეს საგნის სწავლებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები....

ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: