საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

საერთო აკადემიური მოსწრება

ინფორმაცია

ნინო ჭყონია გახლავთ ჩვენი გიმნაზიის XI ბ კლასის ერთ-ერთი გამორჩეული რეიტინგული მოსწავლე.

მან პირველი სემესტრი დაასრულა უმაღლესი შეფასებით – 10 ქულით.

ნინო აქტიურად მონაწილეობდა ინგლისურის, ისტორიისა და ქართული ენის ეროვნულ ოლიმპიადებში. იგი გამოირჩევა სტაბილურად მაღალი აკადემიური მოსწრებით, პასუხისმგებლობითა და სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობით.

ვულოცავთ ნინოს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც ღირსეულ წინსვლასა და ახალი მიზნების მიღწევას.
გიმნაზიის დირექცია დარწმუნებულია, რომ ნინო მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებს თავისი მიღწევებით.

სურათები

ვიდეოები