მარიამ ჩხაიძე
ინფორმაცია
მარიამ ჩხაიძე გახლავთ ჩვენი გიმნაზიის XI ბ კლასის რეიტინგული მოსწავლე.
მან 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დაასრულა უმაღლესი აკადემიური მოსწრებით – 10 ქულით.
მარიამი აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და ღირსეულად წარმოადგენდა გიმნაზიას ინგლისურის, ისტორიისა და ქართული ენის ეროვნულ ოლიმპიადებზე. იგი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, მიზანდასახულობითა და სასწავლო პროცესისადმი სერიოზული დამოკიდებულებით.
ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც არაერთ გამარჯვებასა და წინსვლას.
გიმნაზიის ადმინისტრაცია ამაყობს მისი შრომისმოყვარეობითა და მიღწეული შედეგებით.

