საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

ქართული

ინფორმაცია

20, 06. 2022
ეს, ელენე სამხარაძე გახლავთ, ჩვენი გიმნაზიის VII ბ კლასის მოსწავლე ( პედაგოგი მაყვალა ანთაძე), ელენემ მონაწილეობა მიიღო წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში, "მისწერე წერილი მსოფლიოს გავლენიან ადამიანს", წერილის ძირითადი თემა იყო კლიმატის ცვლილებები და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
ელენემ ძალიან საინტერესო წერილი მიწერა გაეროს გარემოს დაცვითი განყოფილების უფროსს, ერიკ სოლეიმს, სადაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამდა.
ამ დღეებში საქართველოს ფოსტიდან სასიხარულო წერილი მოვიდა, ჩვენი მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელით და სამახსოვრო საჩუქრით.
ვულოცავთ ელენეს.
გიმნაზიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის წამყვან პედაგოგს, მაყვალა ანთაძეს, რომელიც კოორდინირებას უწევდა ელენეს ამ კონკურსში.
გიმნაზიის დირექცია იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენი მოსწავლეები კვლავ არაერთხელ გაგვახარებენ.


სურათები

ვიდეოები