საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გ ი მ ნ ა ზ ი ა

თამარ მეფის სახელობის
გ ი მ ნ ა ზ ი ა

X – XII კლასის გოგონების მოსწავლის ფორმა

კაბა და პიჯაკი

ქსოვილი "პრეზიდენტი", ფერი - მუქი ლურჯი. კაბა: კალთისა და ზურგის დეტალები გაფორმებულია რელიეფური ამოღებულობებით. კალთის გულისპირი ოთხკუთხედი ფორმისაა, კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია. ზურგის დეტალის შუა ხაზი სრულდება ელვაშესაკრავით და ბოლოში შეხსნილით (შლიცი). კალთის დეტალი გაფორმებულია თეძოს ხაზზე ნაკეცებით. ნაწარმის სიგრძე განისაზღვრება აღებული ზომის მიხედვით, მუხლის ქვემოთ. ან ქვედაბოლო ქვედაბოლო: სწორი სილუეტის მოდელი ბოლოში ჩავიწროვებულია. ზურგის შუა ხაზი გაფორმებულია ელვაშესაკრავითა და შეხსნილით (შლიცი). ქვედაბოლოს წელის ხაზში ჩაკერებულია სათავე, რაც ზურგის შუა ხაზში შესაკრავი 1 ღილითა და ღილკილოთი სრულდება. ნაწარმის სიგრძე განისაზღვრება არსებული ზომის მიხედვით, მუხლის ქვემოთ. პიჯაკი: გაფორმებულია კალთისა და ზურგის დეტალები რელიეფური ამოღებულობებით. კალთის დეტალზე დაკერებულია ზედნადები მომრგვალებული რელიეფური ჯიბეები. პიჯაკს ამთლიანებს ჩეკერებული გადაფენილი ოვალური საყელო და სახელოები. ნაწარმის კალთის ბოლო მომრგვალებული ფორმისაა. გულისპირის შესაკრავი 4-5 ღილითა და ღილკილოთი სრულდება. პიჯაკის სიგრძე განისაზღვრება აღებული ზომის მიხედვით, თეძოს ხაზამდე.