საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გ ი მ ნ ა ზ ი ა

თამარ მეფის სახელობის
გ ი მ ნ ა ზ ი ა

V-IX კლასის გოგონების მოსწავლის ფორმა

კაბა და პიჯაკი

ქსოვილი "პრეზიდენტი", ფერი - მუქი ლურჯი. კაბა: სხეულზე ოდნავ თავისუფალი სილუეტის უსახელო კაბის, კალთისა და ზურგის დეტალები გაფორმებულია რელიეფური ამოღებულობებით. კალთის გულისპირი ოთხკუთხედი ფორმისაა , კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია. ზურგის დეტალის შუა ხაზი სრულდება ღილითა და ღილკილოთი ან ელვაშესაკრავით. ნაწარმის დეტალს ამთლიანებს წელის ხაზზე მიკერებული ქვედა დეტალი „ტრაპეციის“ ფორმის კალთის მხარე გაფორმებულია ორი შემხვედრი ნაკეცებით (ბანტოვკა) კაბის სიგრძე განისაძღვრება აღებული ზომის მიხედვით, მუხლის ქვემოთ. პიჯაკი: გაფორმებულია კალთისა და ზურგის დეტალები რელიეფური ამოღებულობებით. კალთის დეტალზე დაკერებულია ზედნადები მომრგვალებული რელიეფური ჯიბეები. პიჯაკს ამთლიანებს ჩეკერებული გადაფენილი ოვალური საყელო და სახელოები. ნაწარმის კალთის ბოლო მომრგვალებული ფორმისაა. გულისპირის შესაკრავი 4-5 ღილითა და ღილკილოთი სრულდება. პიჯაკის სიგრძე განისაზღვრება აღებული ზომის მიხედვით, თეძოს ხაზამდე.