გიმნაზია | მთავარი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გ ი მ ნ ა ზ ი ა

სიახლე

გიმნაზიაში, დირექციის მორიგი სხდომა გაიმართა

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-09-07 13:20:26

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


გიმნაზიაში,  დირექციის მორიგი სხდომა გაიმართა

25.07. 2022
გიმნაზიაში, დირექციის მორიგი სხდომა გაიმართა, სხდომას ესწრებოდნენ დირექციის წევრები: გიმნაზიის რექტორი და აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, ხარისხის მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერი მარინა გოგოლაძე, ფინანსური მენეჯერი - ჯამბულ გოგოლაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი - ნანა ანთაძე, სამეურნეო მენეჯერი - ჯიმშერ არძენაძე. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა უსაფრთხოებისა და იურიდიულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ლევან გორგაძე.
......სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გიმნაზიის პედაგოგებს და მშობლებს ინფორმაცია გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით ჰქონდათ ჯერ კიდევ, მიმდინარე წლის იანვრიდან.
2022 წლის 11 იანვარს ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სადაც რექტორის მიერ გაკეთდა განცხადება ახალი სასწავლო წლიდან გადასახადების გაზრდისა და აქედან გამომდინარე კლასების შესაძლო შემცირების შესახებ, რაც გამოიწვევდა პედაგოგთა შემცირებას.
2022 წლის 31 მარტს გიმნაზიის ოფიციალური facebook გვერდის საშუალებით გაკეთდა განცხადება გადასახადის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით
2022 წლის 2 მაისს საჯაროდ გამოქვეყნდა გიმნაზიის ჩაშლილი ბიუჯეტი და თანხების განაწილება თვეების მიხედვით
2022 წლის 22 მაისს გაკეთდა განცხადება გიმნაზიის რეფორმისა და ახალ კონცეფციაზე მუშაობის დაწყების შესახებ
2022 წლის 27 მაისს კვლავ გაკეთდა განცხადება სწავლის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე კლასებისა და საათების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით და ყველა კლასში ჩატარდა მშობელთა კრებები მშობელთა ინფორმირების მიზნით.
2022 წლის 15 ივნისს შედგა შეხვედრა გიმნაზიის კლასების მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან და მოადგილეებთან
2022 წლის 28 ივნისს ჩატარდა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება შემცირებასთან დაკავშირებით, ამავე სხდომაზე დაკმაყოფილდა აღმასრულებელი დირექტორის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2022 წლის 29 ივნისიდან დღემდე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა დირექციის სხდომები, სადაც ობიექტურად განიხილებოდა არსებული ვითარებიდან და ხელშეკრულებების რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენი ფინანსური კლასი გაიხსნებოდა. 27 ფინანსური კლასის ნაცვლად იხსნებოდა 16 კლასი და მცირდებოდა საათების რაოდენობა, ასევე მსჯელობის შედეგად სხვადასხვა ასპექტებიდან გამომდინარე, დადგინდა იმ პედაგოგთა ვინაობა, რომელთანაც სამწუხაროდ ვეღარ გაფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულება.
თავდაპირველად დადგინდა პრინციპი რა კრიტერიუმებით უნდა ესარგებლა დირექციას პედაგოგთა შემცირების შემთხვევაში:
1. ხელშეკრულება არ გაუფორმდებოდა სტატუსის არმქონე პედაგოგებს
2. გიმნაზიაში ბოლოს მიღებულ პედაგოგებს
3. პედაგოგებს, რომელთა შესახებაც ხშირად იყო პრეტენზია მშობელთა მხრიდან და ეს მათმა ძალაინ კარგად იცოდნენ
2022 წლის 16 ივნისს, ყველა იმ პედაგოგს, როელთანაც ვერ გაფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულება, ერთი თვით ადრე ხელშეკრულების გაფორმებამდე, თავიანთი ელექტრონული ფოსტის ოფიციალურ გვერდზე გაეგზავნათ გაფრთხილება, ხოლო 18 ივლისს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით წერილობით ეცნობათ, ხელშეკრულების ვერ გაფორმების შესახებ.
ძალიან განვიცადეთ ამ გადაწყვეტილების მიღება კოლეგების მიმართ, ყველას ვუთანაგრძნობთ, მაგრამ როცა 12 საშტატო ერთეული მცირდება, რომელიმე მათგანს სამწუხაროდ მოუწევს სამსახურის დატოვება და ამ მდგომარეობაში შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი აღმოჩენილიყო, (რატომ მაინცამაინც მე და არა სხვა), არ არის საფუძველი იმისა, რომ დირექცია დაადანაშაულო, აქციები მოაწყო, დანარჩენი პედაგოგები და მშობლები დააბულინგო და სოციალურ ქსელში ერთმანეთს შეურაცყოფა მიაყენო, ანდა ულტიმატუმის ენით ისაუბრო.
რაც შეეხება არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას, გიმნაზიის დახურული ჯგუფის „სკოლის პედაგოგები“- ს შესახებ, თითქოს ეს 12 პედაგოგი გამოყვანილია ამ ჯგუფიდან, არ სეესაბამება სიმართლეს.....ჯგუფი შედგება 48 წევრისაგან და ჯერჯერობით არც ერთი პედაგოგი არ არის დაბლოკილი ან გამოყვანილი ჯგუფიდან და ყველა წევრისათვის ხელმისაწვდომია....
კვირას დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, ღვთისმშობლის „გონების შემატების“ ხატთან ილოცა და პარაკლისი გადაუხადა ყველა პედაგოგს.....
დირექცია კიდევ ერთხელ გამოხატავს თანაგრძნობას ამ პედაგოგების მიმართ და თხოვს გაგებით მოეკიდონ დირექციის გადაწყვეტილებას
ასე, რომ დირექციას არავის მიმართ პირადი ინტერესები არ ქონია..... კანონიერი უფლება ჰქონდა, ემსჯელა და გიმნაზიის ინტერესებიდან გამომდინარე შეერჩია პედაგოგები, რომელთანაც ვერ გააფორმებდა ხელშეკრულებას, ხოლო თუ გაიზრდებოდა მოსწავლეთა და აქედან გამომდინარე კლასებისა და საათების რაოდენობა, მიუხედავად გაფრთხილების წერილისა, შესაძლებელი იყო და არის რამოდენიმე მათგანთან ხელშეკრულების გაფორმება.


ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: