ბოლო ზარის ზეიმი თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2023-05-25 00:15:41
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin

17.05.2023
ბოლო ზარის ზეიმი თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში
2023 წლის 17 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მე - 12 კლასელთა, "ბოლო ზარის" ზეიმი გაიმართა.......
დილის 10 საათზე წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მან დალოცა კურსდამთავრებულები და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.......
მოსწავლეებს მიესალმნენ: კლასის დამრიგებელი - თეა ხარაზიშვილი, მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელი - მარიამ (მაყვალა) ანთაძე, პირველი მასწავლებელი - მადონა ვარდოშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა (ციცინო) ანთაძე, ხელოვნების სკოლა-პანსიონის საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი - ნინო ცეცხლაძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე......
კურსდამთავრებულებმა: გიგა ნაკაშიძემ, ლილი გაჩეჩილაძემ, იოანე ვარდუკაძემ, სანდრო კილაძემ, ლაშა სამხარაძემ - მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას და პედაგოგებს, მათზე გაწეული ზრუნვისათვის და მხატვრული მუსიკალური ნომრები შეასრულეს.......
საზეიმოდ გაიხსნა კლასის ვარსკვლავი სახელწოდებით "აქ სიყვარულია 2011 - 2023".......
მოსწავლეებმა ერთმანეთს სამოსზე, სამახსოვრო წარწერები მიუძღვნეს და გიმნაზიის ლოგოს გამოსახულებიანი, სადღესასწაულო ტორტი საზეიმოდ გაჭრეს.......მშვიდობის მტრედი და ფერადი ბუშტები ჰაერში გაუშვეს.....იცეკვეს, იმხიარულეს, იმღერეს, ინსტრუმენტებზე დაუკრეს და მარტყოფის მონასტრის მოსალოცად გაემგზავრნენ......
გიმნაზიის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს!.......
ძიება
უახლესი ამბები
- ახალი სასწავლო წლის ფიზიკურ სივრცეში დაწყება
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სოფელი ბორითი
- სკოლა-პანსიონისათვის მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება
- წმიდა თამარ მეფისკოლა-პანსიონის სამხატვრო სტუდიისათვის მოლბერტებისა და ჩარჩოების შეძენას სახელობის ხელოვნების
- თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია და სასწავლებლის თანამშრომლები
- ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის და 1990 წლის დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ისტორიული მნიშვნელობა
- Vა კლასის მოსწავლეების სტუმრობა თბილისის ბოტანიკურ ბაღში
- გიმნაზიის ჩართულობა ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების საგანმანათლებლო პროგრამაში.