გიმნაზია | მთავარი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გ ი მ ნ ა ზ ი ა

სიახლე

თამარობის დღესასწაული გიმნაზიაში....

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-05-25 00:08:56

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


თამარობის დღესასწაული გიმნაზიაში....

14. 05. 2023
თამარობის დღესასწაული გიმნაზიაში....
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა თამარობის სახალხო დღესასწაული, წმიდა თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით......
დილით წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღასრულა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.......
წირვის შემდეგ გიმნაზიის ეზოში გაიხსნა სკვერი, სადაც გაიმართა წმიდა თამარ მეფის სავედრებელი პარაკლისი......
პარაკლისის დასასრულს გვესტუმრა - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)......
საზეიმო კონცერტის ჩატარება დაგეგმილი იყო ეზოში, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო გაიმართა გიმნაზიის სპორტულ დარბაზში......
საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს: 1. წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "არსიანმა" (ქორეოგრაფი ჯონი დუგლაძე), გიმნაზიის მე-12 კლასის მოსწავლემ - იოანე ვარდუკაძემ.......
2. წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის (დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი - თამილა ფოლადიშვილი) გოგონათა აკადემიურმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი), ხალხურ საკრავთა ანსამბლმა (ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა) და გიტარის კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ნინო ამირანაშვილი). აღსანიშნავია, რომ გიტარის სტუდიისათვის ეს გამოსვლა დებიუტი გახლდათ......
გიმნაზიის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებს და სტუმრებს მიესალმა, დალოცა და თამარობის დღესასწაული მიულოცა - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი)......





ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: