გიმნაზია | მთავარი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გ ი მ ნ ა ზ ი ა

სიახლე

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წმიდა შუშანიკის სახელობის მე-9 ა (დამრიგებელი ნათია პაპინაშვილი) და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის მე - 9 ბ (დამრიგებელი თეონა მოდებაძე) კლასის მოსწავლეებმა ერთობლივი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.....

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-05-24 23:59:18

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წმიდა შუშანიკის სახელობის  მე-9 ა  (დამრიგებელი ნათია პაპინაშვილი) და  წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის მე - 9 ბ (დამრიგებელი თეონა მოდებაძე) კლასის მოსწავლეებმა ერთობლივი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.....

11.05.2023
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წმიდა შუშანიკის სახელობის მე-9 ა (დამრიგებელი ნათია პაპინაშვილი) და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის მე - 9 ბ (დამრიგებელი თეონა მოდებაძე) კლასის მოსწავლეებმა ერთობლივი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.....
"ასე უყვარდათ საქართველოში" -ასე ერქვა საინტერესო და მომხიბვლელ ლიტერატურულ საღამოს, რომლის დადგმა პედაგოგმა, გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა - თეონა მოდებაძემ განახორციელა (მასვე ეკუთვნის ლიტერატურული სცენარიც)........
მოსწავლეებმა გააცოცხლეს ქართველ მწერალთა და პოეტთა სიყვარულის ისტორიები......წარმოაჩინეს იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა, ქართველი საზოგადო მოღვაწეების პირადი, სულიერი სამყარო...... შესანიშნავი და გამართული მეტყველებით წაიკითხეს პოეტთა ლექსები და სასიყვარულო ბარათები, შეასრულეს მათ ლექსებზე შექმნილი ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.........
ულამაზესმა მხატვრობამ, დეკორაციებმა, კოსტუმებმა და მუსიკამ, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე......
ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექციის წევრები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები......
გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგს - თეონა მოდებაძეს, შესანიშნავი დადგმისათვის, მოსწავლეებთან და მშობლებთან შედეგიანი კომუნიკაციისათვის, ასევე მშობლებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.....





ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: