გიმნაზია | მთავარი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გ ი მ ნ ა ზ ი ა

სიახლე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ლიტერატურულ სივრცეში გაიმართა საინტერესო შეხვედრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ მარინა ტურავასთან......

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-05-24 23:40:49

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ლიტერატურულ სივრცეში გაიმართა საინტერესო შეხვედრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ მარინა ტურავასთან......

05.05.2023
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ლიტერატურულ სივრცეში გაიმართა საინტერესო შეხვედრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ მარინა ტურავასთან......
შეხვედრის თემა გახლდათ: "სამშობლოს მსახურება ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილებში"....
ქალბატონმა მარინამ ისაუბრა მე - 19 საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რუსული ოკუპაციის მწვავე შედეგებზე, ქართველ თავადაზნაურთა კოლაბორაციონალიზმზე, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, ქართველ "თერგდალეულთა" მოღვაწეობაზე და მათი ლიდერის ილია ჭავჭავაძის სამშობლოსადმი თავდადებაზე......
პეტერბურგიდან სამშობლოში მომავალი, 24 წლის ილია აღწერს მის მოგზაურობას თავის დოკუმენტურ მოთხრობაში "მგზავრის წერილები", რომელიც არა მარტო მისი სამოქმედო პროგრამა გახდა, არამედ თამამად შეიძლება ეწოდოს ამ ნაწარმოებს "ქართველთა მანიფესტი".......
ქალბატონმა მარინამ უპასუხა გიმნაზიის მოსწავლეთა საინტერესო შეკითხვებს არა მარტო "მგზავრის წერილების"ირგვლივ, არამედ ქართველი საზოგადო მოღვაწეების ურთიერთობების, მათი ხედვისა და ბრძოლის შესახებ საქართველოს გათავისუფლებისათვისათვის......
შეხვედრის ორგანიზატორი იყო გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი......
თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და საინტერესო ლექციისათვის სტუმარს მადლობა გადაუხადეს; გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, გიმნაზიის პედაგოგმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა - ნათელა კაპანაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა, გიმნაზიის პედაგოგებმა ნანა და მარიამ ანთაძეებმა.....
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, ხარისხის სამსახურის მენეჯერი - მარინა გოგოლაძე, კლასგარეშე ღონისძიებების მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, ხელოვნების სკოლის საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი - ნინო ცეცხლაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი - თეონა მოდებაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - თამთა ხარატიშვილი,......
ქალბატონმა მარინემ გიმნაზიას საჩუქრად გადასცა ნანა კუციასა და მირანდა თოდუასთან თანაავტორობით გამოცემული წიგნი: "ქართული ლიტერატურა, ტრადიცია, რაკურსი,კონტექსტი......
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა, მასპინძლებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები......





ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: