ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის და 1990 წლის დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ისტორიული მნიშვნელობა
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2021-11-02 14:47:22
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin

დღეს, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა უახლესი ისტორიის კვლევისა და შესწავლის კლუბის წევრები, 1990 წლის 28 ოქტომბრის, დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების 31 წლისთავთან დაკავშირებით, მთაწმინდაზე, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნულ გმირებს: ქაქუცა ჩოლოყაშვილს, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას.
გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ზვიად გამსახურდიას საფლავთან გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიასა და 1990 წლის დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა;
საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს გიმნაზიის ისტორიის პედაგოგებმა: ალექსი ბლიაძემ, დავით ფერაძემ და იოსებ აფაქიძემ; შემდეგ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მოილოცეს წმიდა დავით გარეჯელის სახელობის ტაძარი, დაათვალიერეს საზოგადო მოღვაწეთა საფლავები და წმიდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) საფლავთან პირობა დადეს, რომ გაზაფზულზე მოამზადებენ სამეცნიერო კონფერეციას 90 - იანი წლების, საქართველოში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შესახებ.
ძიება
უახლესი ამბები
- ახალი სასწავლო წლის ფიზიკურ სივრცეში დაწყება
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სოფელი ბორითი
- სკოლა-პანსიონისათვის მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება
- წმიდა თამარ მეფისკოლა-პანსიონის სამხატვრო სტუდიისათვის მოლბერტებისა და ჩარჩოების შეძენას სახელობის ხელოვნების
- თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია და სასწავლებლის თანამშრომლები
- ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის და 1990 წლის დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ისტორიული მნიშვნელობა
- Vა კლასის მოსწავლეების სტუმრობა თბილისის ბოტანიკურ ბაღში
- გიმნაზიის ჩართულობა ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების საგანმანათლებლო პროგრამაში.