გიმნაზია | მთავარი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გ ი მ ნ ა ზ ი ა

სიახლე

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, ისტორიისა და ლიტერატურის კლუბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მკვლევართან, პროფესორ სერგო ვარდოსანიძესთან......

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-03-06 22:16:46

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, ისტორიისა და ლიტერატურის კლუბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მკვლევართან, პროფესორ სერგო ვარდოსანიძესთან......

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, ისტორიისა და ლიტერატურის კლუბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მკვლევართან, პროფესორ სერგო ვარდოსანიძესთან......
საუბრის თემა იყო "თებერვლის მოვლენები" ( დავით აღმაშენებლის ხსენება, თბილისის უნივერსიტეტის დაარსება, ბრძოლა თავისუფლებისათვის და საქართველოს ოკუპაცია).....
ბატინმა სერგომ საინტერესოდ მიმოიხილა საქართველოს ისტორია მე - 11 -მე -12 საუკუნეებში, დავით აღმაშენებლის წინაშე მდგომი გამოწვევები და მის მიერ გატარებული რეფორმები, რამაც საქართველოს გაერთიანება და გაძლიერება გამოიწვია,,,,,,,
მომხსენებელი შეეხო მე-19 საუკუნის თერგდალეულთა მოღვაწეობას, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზნებს, რომელსაც სათავეში ილია ჭავჭავაძე ედგა, ქართველ პატრიოტთა ბრძოლას - საქართველოს ეროვნულ - კულტურული ავტონომიის მოპოვების, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებისათვის........
მოსწავლეები გაეცვნენ შემდგომში განვითარებულ მოვლებებს: - უნივერსიტეტის დაფუძნებას, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, საქართველოს კონსტიტუციიის მიღებას, ქართული არმიისა და ახალგაზრდა იუნკრების ბრძოლას დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას......
სტუმარმა უპასუხა მოსწავლეთა საინტერესო შეკითხვებს და მათთან ერთად გადაიღო სამახსოვრო სურათები.......
.....მეტად ამაღელვებელი იყო ბატონი სერგოს შეხვედრა ფერეიდნელ და ჰერეთელ ბავშვებთან, რომლებიც ჩვენს სკოლაში სწავლობენ და მათი სწავლის ხარჯებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აფინანსებს.......
შეხვედრამ, გულთბილ ვითარებაში ჩაიარა და მოსწავლეთა თხოვნით ბატონი სერგო უახლოეს ხანში კვლავ გვესუმრება გიმნაზიაში.......



ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: