კატეგორია : სკოლა | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2021-11-02 14:41:55
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიასა და ხელოვნების სკოლა-პანსიონს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია და სასწავლებლის თანამშრომლები სტუმრობდნენ;
სტუმრებმა მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გააცნეს აკადემიისა და სემინარიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები.
მომხსენებლებმა წარადგინეს პრეზენტაციები. ესაუბრნენ ახალგაზრდებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქმიანობის, ძირითადი სასწავლო მიმართულებებისა და სასწავლო გარემოს შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს (შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი (შვეიცარია), შტაინბაისის უნივერსიტეტი (გერმანია), წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიის ინსტიტუტი (საფრანგეთი), ვენის უნივერსიტეტი და სხვ.), რომლებთანაც თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია თანამშრომლობს;
იხილეთ: სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბმული: https://www.tsas.ge/ka/.