წინანდალი - თელავი - ალავერდი.
კატეგორია : ვიზიტები | ქვეკატეგორია : დირექცია - მოსწავლეები | გამოქვეყნდა: 2022-12-14 12:43:59
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin

17.11.2022
წინანდალი - თელავი - ალავერდი......
საქართველოს საპატრიარქოს, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა დავით გარეჯელის სახელობის მე - 11 კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან და დირექციის წარმომადგენლებთან ერთად, საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" (დირექტორი რეზო შარაბიძე) დაფინანსებით - კახეთში გაემგზავრნენ......
წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოსწავლეებმა, მე- 19 საუკუნის, პირველი ნახევრის, ლიტერატურული მიმდინარეობის - "რომანტიზმის" ეპოქისათვის დამახასიათებელი ლიტერატურული სალონური კომპოზიცია წარმოადგინეს......
მათმა დაათვალიერეს მუზეუმი, უფრო დეტალურად გაეცვნენ ქართველი რომანტიკოსების: ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას....... ბუნების წიაღში ჩაატარეს ღია გაკვეთილი.......
ასევე თავიანთი ხელოვნება უჩვენეს მუზეუმის თანამშრომლებს...... შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ქართლ- კახეთის მეფის -ერეკლე მეორის სასახლე.......გაეცნენ საქართველოსს ისტორიის საბედისწერო პერიოდს და ერეკლე მეფის მცდელობას, საქართველოს სახელმწიფოს ევროპულ სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირისა, რაც საუბედუროდ განუხორციელებელი დარჩა და საქართველო რუსეთის იმპერიის განაპირა გუბერნია გახდა.......
ბევრი საინტერესო ამბები მოისმინეს მოსწავლეებმა პატარა კახის განვლილ ცხოვრებაზე და მის მიერ გადატანილ ბრძოლებზე........
საღამოს მოსწავლეებმა მოილოცეს ალავერდის მონასტერი და მდიდარი შტაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნენ თბილისში......
მოსწავლეებთან ერთად კახეთში იმყოფებოდნენ: გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, საპატრიარქოს ფონდ ლაზარეს წარმომადგენლები: პროექტის კოორდინატორი - იამზე ფანცულაია, გიდი - ქეთევან მაქაძე, მძღოლი - ჯაბა დეკანოიძე, გიმნაზიის კლასგარეშე ღონისძიებათა მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი - კლასის დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნანა ანთაძე, გიმნაზიის მეთოდისტი - მაყვალა ანთაძე, ისტორიის პედაგოგები - იოსებ აფაქიძე და თეა ხარაზიშვილი, ხელოვნების სკოლა-პანსიონის კამპუსის კორდინატორი - ნინო ცეცხლაძე, ექიმი- ნანა აბაშიძე........
გიმნაზიის დირექცია მადლობას უხდის საპატრიარქოს ფონდ "ლაზარეს" და მის დირექტორს, ბატონ რეზო შარაბიძეს, პროექტის დაფინანსებისა და თანადგომისათვის.......
ძიება
უახლესი ამბები
- ახალი სასწავლო წლის ფიზიკურ სივრცეში დაწყება
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სოფელი ბორითი
- სკოლა-პანსიონისათვის მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება
- წმიდა თამარ მეფისკოლა-პანსიონის სამხატვრო სტუდიისათვის მოლბერტებისა და ჩარჩოების შეძენას სახელობის ხელოვნების
- თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია და სასწავლებლის თანამშრომლები
- ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის და 1990 წლის დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ისტორიული მნიშვნელობა
- Vა კლასის მოსწავლეების სტუმრობა თბილისის ბოტანიკურ ბაღში
- გიმნაზიის ჩართულობა ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების საგანმანათლებლო პროგრამაში.