საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გ ი მ ნ ა ზ ი ა

თამარ მეფის სახელობის
გ ი მ ნ ა ზ ი ა

I – XII კლასის ვაჟების მოსწავლის ფორმა

პიჯაკი და შარვალი

ქსოვილი "პრეზიდენტი", ფერი - მუქი ლურჯი. I-XII კლასის მოსწავლეთათვის ერთნაირია პიჯაკი: გაფორმებულია კალთისა და ზურგის დეტალებზე კოკეტკით და რელიეფური ამოღებულობებით. კალთის დეტალზე დაკერებულია მომრგვალებული რელიეფური ზედნადები ჯიბეები. ჯიბეები დამუშავებულია შემხვედრი ნაკეცებით რასაც ასრულებს კანტი. ზურგის შუა ხაზი გაფორმებულია შემხვედრი ნაკეცით და წელის ხაზში ჩაკერებული სარტყელით. ზურგის შუა ხაზის ბოლოს ასრულებს შეხსნილი (შლიცი). პიჯაკს ამთლიანებს ორნაკერიანი სახელო და ჩაკერებული მდგარი (სტოიკა) საყელო. სახელოს იდაყვის ხაზის ბოლოს დაკერებულია 4-4 ღილი. ასევე გულისპირზე შესაკრავი 5-6 ღილითა და ღილკილოთი სრულდება. შარვალი: სწორი სილუეტის კლასიკური შარვალი ბოლოში ჩავიწროებულია (ბუტილკა), სიგრძე განისაზღვრება აღებული ზომის მიხედვით. ნაწარმის ბოლოს ასრულებს კანტი.