საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გ ი მ ნ ა ზ ი ა

თამარ მეფის სახელობის
გ ი მ ნ ა ზ ი ა

I-IV კლასის გოგონების მოსწავლის ფორმა

კაბა და პიჯაკი

ქსოვილი "პრეზიდენტი", ფერი - მუქი ლურჯი. კაბა: სხეულზე ოდნავ თავისუფალი სილუეტის უსახელო კაბის კალთისა და ზურგის დეტალები გაფორმებულია რელიეფური ამოღებულებით . კალთის გულისპირი ოთხკუთხედი ფორმისაა , კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია. ზურგის დეტალის შუა ხაზი სრულდება ღილითა და ღილკილოთი ან ელვაშესაკრავით. ნაწარმის დეტალს ამთლიანებს წელის ხაზზე მიკერებული ქვედა დეტალი ნახევარ მზისთვალა (პოლუკლოში) . კაბის სიგრძე განისაზრება არებული ზომის მიხედვით, მუხლამდე. პიჯაკი: გაფორმებულია კალთისა და ზურგის დეტალები რელიეფური ამოღებულობებით. კალთის დეტალზე დაკერებულია ზედნადები მომრგვალებული რელიეფური ჯიბეები. პიჯაკს ამთლიანებს ჩეკერებული გადაფენილი ოვალური საყელო და სახელოები. ნაწარმის კალთის ბოლო მომრგვალებული ფორმისაა. გულისპირის შესაკრავი 4-5 ღილითა და ღილკილოთი სრულდება. პიჯაკის სიგრძე განისაზღვრება აღებული ზომის მიხედვით, თეძოს ხაზამდე.