საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გ ი მ ნ ა ზ ი ა

სიახლე

საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე

კატეგორია : ვიზიტები | ქვეკატეგორია : დირექცია - მოსწავლეები | გამოქვეყნდა: 2023-06-29 00:35:03

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე

26.05.2023
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა პირველი რესპუბლიკის დაფუძნებისა და საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე, მამადავითზე, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში აღნიშნეს....
გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მერაბ კოსტავას საფლავთან, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და გიმნაზიის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის წლების შესახებ ესაუბრა.....
შემდეგ მამა მირიანმა ზვიად გამსახურდიას, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილისა და გიორგი კვინიტაძის საფლავები აკურთხა........
მოსწავლეებმა მოინახულეს ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების საფლავები, მოილოცეს მამა დავითის ტაძარი და პანთეონის სკვერში 26 მაისისადმი მიძღვნილი - ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს......
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა მერაბ კოსტავას შვილი - თამთა კოსტავა.......


ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: