Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა
სახელი: ფატი
გვარი: მუშკუდიანი
მამის სახელი: ბორისის ასული
პირადი ნომერი:
სქესი: მდედრობითი
დაბადების თარიღი: 1989-02-13

ქვეყანა: საქართველო
ქალაქი: თბილისი
მისამართი:
ელ. ფოსტა:
ტელ:
მობილური:

ფატი მუშკუდიანი დაიბადა 1989 წლის 13 თებერვალს, ქ.ცაგერში. მასწავლებლების ოჯახში, დედა – მანანა სურმავა არის რუსული ენისა და ლიტერატურეს მასწავლებელი ცაგერის რ-ის სოფ. ოყურეშის საჯარო სკოლაში, მამა- ბორის მუშკუდიანი ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელია. Yყავს სამი და ნატა, ტასო და კესო მუშკუდიანები. Nნატა სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; ტასო სწავლობს თბილისის სასულიერო სემინარიის რელიგიათმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ამჟამად არის მეორე კურსზე. Kკესო მე-10 კლასის მოსწავლეა.

ფატი მუშკუდიანი სწავლობდა სოფ. ოყურეშის საშუალო სკოლაში, 1996 – 2006 წწ – ში. 2006 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად, ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის განხრით. სადაც მიირო 70% სახელმწიფო დაფინანსება.

ფატი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო სტუდენტურ ცხოვრებაში, ის იყო უნივერსიტეტთან არსებული “ლიტერატურული სალონის” აქტიური წევრი, წერდა ლექსებს და მისი შემოქმედებითი საღამოები არაერთხელ გაიმართა უნივერსიტეტში. Gგარდა შემოქმედებითი საღამოებისა ის და თავისი მეგობრები აწყობდნენ ცნობილი და დამსახურებული ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების შემოქმედებით საღამოებს და ახვედრებდნენ ცნობილ სახეებს სტუდენტებს, მათ შორის იყვნენ : ოტია იოსელიანი, თამაზ და ოთარ ჭილაძეები, გურამ დოჩანაშვილი, მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე და სხვა. Aასევე აქტიურად იყო ჩართული სტუდენტთა თვითმართველობის საქმიანობაში, მისი გუნდი 2007 წელს გახდა თსუ-ს ჩემპიონი ინტელექტუალურ თამაშში “რა, სად, როდის?”. 3 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

Fფატიმ 2010 წელს წარჩინებით ( წითელ დიპლომზე) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო კიდეც უნივერსიტეტისაგან სიგელი, როგორც წარჩინებულმა და აქტიურმა სტუდენტმა.

იმავე წლის სექტემბერში ფატი (სამინისტროში გავლილი ტესტირების შერდეგად) გახდა საერო სკოლა “ბინულის” მაძიებელ-მასწავლებელი, რომელიც საკმაოდ კარგი შედეგით დაამთავრა, მან მოიპოვა უფლება(სამინისტროს გადაწყვეტილებით, როგორც წარმატებულმა მაძიებელმა) გასულიყო მასწავლებელთა სასართიფიკაციო გამოცდაზე. Fმან წარმატებულად გაიარა აღნიშნული გამოცდები და მოიპოვა მასწავლებლის სერთიფიკატი.

20011წლის ზაფხულში საბუთები შეიტანა საქართველოს იუცტიციის სამინისტროში გამოცხადებულ ვაკანსიაზე, რომელიც ითვალისწინებდა დაინტერესებული პირის დასაქმებას საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში, ფატიმ გაიარა ტესტირება(ზოგად უნარებში), შემდეგ გასაუბრება და აიყვანეს აღნიშნულ ვაკანსიაზე , თუმცა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა, იმ მიზეზით რომ საკუთარი თავი ვერ დაინახა ამ სფეროში.

2011წელს ჩააბარა ერთიანი სამაგისტრო გამოცდა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების სფეროს ხელმძღვანელობა დამართვის მიმართულებით. მოიპოვა 100% სახელმწიფო დაფინანსება.

2011 წლის 1ოქტომბრიდან ფატი მუშაობს წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.












კალენდარი
სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- საბა ბერიძე






























შემოსვლები
სულ: 744972 
დღეს: 159 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.