მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა
სახელი: მარინა
გვარი: გოგოლაძე
მამის სახელი: ვასილის ასული
პირადი ნომერი:
სქესი: მდედრობითი
დაბადების თარიღი: 1954-02-08

ქვეყანა: საქართველო
ქალაქი:
მისამართი:
ელ. ფოსტა:
ტელ:
მობილური:

მარინა გოგოლაძე დაიბადა ქ. თბილისში 1954 წლის 8 თებერვალს.

1960-1970 წლებში სწვლობდა ქ. ბორჯომის #1 საშუალო სკოლაში.

1970-1972 წლებში მუშაობდა ქ. ბორჯომის #2 მინერალური წყლის ჩამომსხმელ ქარხანაში წუნმდებლად.

1972-1977 წლებში სწავლობდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე და მიენიჭა ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლის მაგისტრის ხარისხი.

1977-1985 წლებში მუშაობდა ხარაგაულის ცენტრალიზებული ბიბლიოთეკის მთავარ ბიბლიოგრაფად, შეთავსებიოთ იყო რუსულის მასწავლებელი #2 საშუალო სკოლაში.

1985-1995 წლებში მუშაობდა ხარაგაულის აგრო სამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილედ კადრების, სპეც. მუშაობისა და სამოქალაქო თავდაცვის დარგში.

1995-2000წწ.ი იყო ხარაგაულის განათლების განყოფილების ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მეთოდისტი.

2004-2005 წლებში სასულიერო გინმაზიაში ასწავლიდა ქართულს და რელიგიების ისტორიას.

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ხარაგაულის განყოფილების უფროსად.

2001-2007 წლებში იყო კერძო სკოლა მრავალპროფილიანი საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა "ლამპარი"-ს მასწავლებელი.

2006-2009 წელი მუშაობდა სსიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის აკრედიტაციის ექსპერტი პროგრამულ ნაწილში.

2007-2010 წლებში არჩეული იქნა სსიპ ქალაქ თბილისის 103-ე საჯარო სკოლის დირექტორად.

2010 წლის იანვრიდან მაისამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი და გარემოს" აღმზრდელ-კონსულტანტად.

მარინა გოგოლაძე პერიოდულად იმაღლებდა პროფესიულ კვალიფიკაციას, კერძოდ:

2002 წელს გაიარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული "სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომების პირველი და მეორე ეტაპები".

2002-2003 წ.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოების" მიერ ორგანიზებული სემინარების "წერა, კითხვა, კრიტიკული აზროვნებისათვის" I, I, III, IV ეტაპები.

2004-2005 წარმატებით გაიარა განათლების განვითარებისა და კვლევის ცენტრის თბილისის ამერიკული აკადემიის მიერ ორგანიზებული "მართვისა და მენეჯმენტის პრინციპების ზოგადი მიმოხილვის სასწავლო პროგრამები, დაგეგმვისა და წერითი მეტყველების კურსები".

მარინა გოგოლაძე ფლობს უცხოურ ენებს:

რუსულს კარგად, ინგლისურს ლექსიკონის მეშვეობით.

ფლობს კომპიუტერს მომხმარებლის დონეზე.

მარინა გოგოლაძეს გამოცემული აქვს სასკიოლო სახელმძღვანელოები:

მშობლიური ლოიტერატურის დამხმარე სახელმძღვანელო VII, VIII კლასებისათვის – 2002, 2004 წელი;

მწერალთა ბიოგრაფიები – 2004, 2005, 2007 წელი, რომელთაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვთ გრიფი.

მარინა გოგოლაძე ავტორია აგრეთვე მეთოდური სახელმძღვანელოებისა:

ვასილ ბარნოვის "სული მთვლემარე სწავლებისათვის" – 1999 წ.

მართლწერის საკითხების სწავლებისათვის სკოლაში – 2003 წ.

ლიტერატურული ატლასი – 2005 წ.

მშობლიური ლიტერატურის თემატური დაგეგმვები V-XI კლასის პედაგოგთათვის – 2000, 2002, 2003,2004 წ.წ

ქართულილი ტერატურის სახელმძღვანელო აბიტურიენტთა დასახმარებლად 2008 წელი.

ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი.

არის ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მრევლი.












კალენდარი
ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ნიკოლოზი ნოზაძე






























შემოსვლები
სულ: 755699 
დღეს: 576 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.