Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა
სახელი: ნანა (ციცინო)
გვარი: ანთაძე
მამის სახელი: ოსმანის ასული
პირადი ნომერი:
სქესი: მდედრობითი
დაბადების თარიღი: 1965-10-07

ქვეყანა: საქართველო
ქალაქი:
მისამართი:
ელ. ფოსტა:
ტელ:
მობილური:

ნანა (ციცინო) ოსმანის ასული ანთაძე დაიბადა 1965 წლის 7 ოქტომბერს ხულოს რაიონის სოფ. ქედლებში.

1982 წელს წარჩინებით დაამთავრა ხულოს საშუალო სკოლა-ინტერნატი და იმავე წელს მუშაობა დაიწყო ხულოს სამკერვალო ფაბრიკაში მკერავ-მუშად.

1985 წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ხულოს რაიონის სოფ. უჩხოს საშუალო სკოლაში, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლად. შემდეგ მუშაობა გააგრძელა ხულოს ალ. ქონიანიძის სახელობის საშუალო სკოლაში მასობრივი მუშაობის ორგანიზატორად და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1992-2007 წლებში მუშაობდა ხულოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1994-1996 წლებში იყო სასწავლებელთან არსებული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე.

1985-1990 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდობის ყრილობის დელეგატი.

ამავე დროს გახლდათ ხულოს რაიონის კონტროლის პალატის წევრი.

იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უხუცესთა საბჭოს წევრი.

მისი ინიციატივით მრავალი რაიონული ღონისძიება ტარდებოდა ხულოს რაიონში, მინიჭებული აქვს მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია, მრავალგზის დაჯილდოებულია საქართველოს განათლების სამინისტროს საპატიო სიგელით.

სასწავლებელში მუშაობის პერიოდში იყო სასწავლებელთან არსებული წმიდა თეოდორე აჭარელის სახელობის საბავშვო ბაღის გამგე და წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სახელობის გიმნაზიის საღვთო სჯულის სწავლების კათედრის ხელმძღვანელი.

არის საერთაშორისო ასოცოაცია "არსიანის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოში მუსულმან ქართველებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად.

დაფუძნების დღიდან (2009 წლიდან) - დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფეთამარის სახელობის სკოლა-პანსიონში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად.

2015 7 ივლისს ხულოს მუნიციპალიტეტში მიენიჭა ხულოს საპატიო მოქალაქის წოდება.

კარგად იცნობს ქრისტიანულ და მუსულმანურ რელიგიას.

ჰყავს მეუღლე დეკანოზი მირიან სამხარაძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დამფუძნებელი და დირექტორი, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და სამი შვილი: ქეთევანი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი, თამარი - წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-12 კლასის მოსწავლე, გიორგი - წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-11 კლასის მოსწავლე.












კალენდარი
ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მარიამ კობახიძე
- გიორგი მიხელიძე






























შემოსვლები
სულ: 712310 
დღეს: 396 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.