მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა
სახელი: მირიან (ნოდარ)
გვარი: სამხარაძე
მამის სახელი: ვაჟა
პირადი ნომერი:
სქესი: მამრობითი
დაბადების თარიღი: 1958-09-07

ქვეყანა: საქართველო
ქალაქი:
მისამართი:
ელ. ფოსტა:
ტელ:
მობილური:

დეკანოზი მირიანი (ერისკაცობაში ნოდარ ვაჟას ძე სამხარაძე) დაიბადა 1958 წლის 7 სექტემბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში.

1965-1974 წლებში სწავლობდა ქ. ჭიათურის მე-5 საშუალო სკოლაში.

1975 წელს დაამთავრა ხარაგაულის რაიონის სოფ. ვერტყვიჭალის საშუალო სკოლა.

1975-1978 წლებში სწავლობდა თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტზე.

1978-1980 წლებში მსახურობდა რუსულ ჯარში, ქ. ირკუტსკში.

1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კულტსაგანმანათლებლო ფაკულტეტი.

1985 - 1990 წლებში მუშაობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად, მის მიერ დაარსებული მოსწავლეთა ექსპერიმენტული თეატრ სტუდიის დირექტორად, სახალხო თეატრის რეჟისორად.

1988 წლიდან ჩაება ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს წმიდა ილია მართლის საზოგადოების ხარაგაულის ფილიალს.

1989 წლიდან არის ბავშვთა თვითმოქმედი თეატრების საერთაშორისო ასოციაციის (AITA) წევრი.

1991-1993 წლებში მუშაობდა ხარაგაულის რაიონის კულტურისა და განათლების განყოფილების გამგედ.

1994 წლიდან მოღვაწეობს აჭარაში.

1994 წლის სექტემბრიდან ხულოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სასწავლებლის მეთოდისტი და საღვთო სჯულის პედაგოგია.

1995 წელს ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოს იობის ლოცვა კურთხევით დააფუძნა პირველი ქრისტიანული გაზეთი აჭარაში "სხალთის ზარები", რომელსაც რედაქტორობდა 2006 წლამდე.

1996 წლის დეკემბერში დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის პრორექტორად.

1997 წლის თებერვალში ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოს დიმიტრის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის ივნისში, ამაღლების დღესასწაულზე - მღვდლად.

1997 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაინიშნა ხულოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სასწავლებლის რექტორად.

ამავე წელს მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით აფუძნებს ხულოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის გიმნაზიას და თევდორე აჭარელის სახელობის საბავშვო ბაღს, რომელსაც სასულიერო სასწავლებელთან ერთად ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე.

1998 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაინიშნა ხულოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.

2001 წელს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით.

2003 წელს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.

2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით გადმოყვანილ იქნა მცხეთა თბილისის ეპარქიაში, თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად და ინიშნება საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.

2009 წლის ივლისში კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით აფუძნებს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონს და ინიშნება სკოლა პანსიონის დირექტორად.

2009 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა ახლადნაკურთხი თბილისის წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

2010 წლის სექტემბერში ჯილდოვდება მეორე გამშვენებული ჯვრით.

ჰყავს მეუღლე ნანა (ციცინო) ანთაძე - ფილოლოგი, საქართველოს საპატრიარქოს ქართველ მუსულმანებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და სამი შვილი: ქეთევანი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი, თამარი - წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-12 კლასის მოსწავლე, გიორგი - წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-11 კლასის მოსწავლე.












კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 772052 
დღეს: 260 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.