საზოგადოება „გზა უფლისაკენ“, ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის და საპროდიუსერო კომპანიის „ჯადოსნური ხმების“ ინიციატივით 6 ნოემბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ სახელმწიფო თეატრში ჩატარდა საქველმოქმედო დათვალიერება-ფორუმი „ნიკორწმინდა 1000 წლისაა“,
4 ნოემბერს წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი და გეოგრაფიის პედაგოგი ლელა ჯანაშვილი) სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში გამართეს მხატვრული ღონისძიება გეოგრაფიაში: „ოდესღაც აქედან იწყებოდა საქართველო“.
სკოლა-პანსიონის წმიდა დემეტრე თავდადებულის მე-2გ კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი ნინო ტაბატაძე) გამართეს ვაჟა-ფშაველას ხსოვნის საღამო, რომელიც ამ დიდ მწერლის დაბადებიდან 150-ე წლისთავს მიეძღვნა.
2011 წლის 6 ნოემბერს სკოლა-პანსიონის Iა კლასის (დამრიგებელი გუგული ზოიძე) მოსწავლეებმა მოილოცეს საქართველოს უძველეს ქალაქის მცხეთის სიწმიდეები - სვეტიცხოველი, ანტიოქიის ტაძარი, სამთავროს დედათა მონასტერი, გაბრიელ ბერის საფლავი, წმიდა ნინოს მაყვლოვანი და შიომღვიმე - ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ხალხური რეწვის განყოფილების (ხელმძღვანელი ქალბატონი ეთერ უროტაძე) თაოსნობით გორისა და სამთავისის ეპარქიაში 5-6 ნოემბერს გაიმართა ტრადიციული ხალხური რეწვის ნაკეთობების გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობდნენ გამოჩენილი ოსტატები, მათ შორის იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის
გამოჩენილი ქართველი მწერლის გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლები 3 ნოემბერს შეიკრიბნენ თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის “პიონერფილმის” დარბაზში, სადაც ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებულმა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა წარმოადგინა გურამ რჩეულიშვილის საღამო. ღონისძიებაზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-აპნსიონის დირექცია,
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობი მე-3ა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობი მე-3ბ კლასის მოსწავლეები მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდნენ.
2011 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის წმიდა ნინოს სახელობის მე-4ა და მეფე მირიანის და ნანა დედოფლის სახელობის მე-4ბ კლასის (დამრიგებლები თ. ბლიაძე, ნ. ჩუბინიძე) მოსწავლეებმა ექსკურსია მოაწყვეს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.
პროფესიულ კოლეჯ “იკაროსში” გაიმართა იტალია საქართველოს მეგობრობის ორგანიზაცია “ჯორჯია ფორ ფრენდის” პრეზენტაცია. ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტია კლაუდიო ჩერაი (ქ. პიზის მერის ადმინისტრაციის უფროსი), საქართველოში კი ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტია თამარ ბასილაშვილი. პრეზენტაციაზე მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი
იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ბოლო დღე მე-5 კლასის მოსწავლეებს დაეთმოთ.
სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთების პრეზენტაცია, რომლების წარმოადგინეს მოსწავლეებმა: სალომე ავლოხაშვილმა, ანა აბრამიშვილმა, ელენე მუსხელიშვილმა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში სტუმრად იმყოფებოდნენ იტალიიდან. იტალიური ორგანიზაცია “ჯორჯიაფორფრენდს” დამუძნებელი და პრეზიდენტი კლაუდიო ჩერრაი (ქალაქ პიზის მერიის ადმინისტრაციის უფროსი), ხელოვნების ისტორიის დოქტორი ილარიო ბელაკი, თარჯიმანი ქეთი პაპავა, ორგანიზაცია “ჯორჯიაფორფრენდს“-ის წარმომადგენელი საქართველოში თამარ ბასილაშვილი.
171 წლის წინათ, 1840 წლის 27 ოქტომბერს, გორის რაიონის სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის სვიმონ გოგებაშვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი - იაკობ გოგებაშვილი. პედაგოგიკის კლასიკოსი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი და უბრალოდ - ყველასათვის საყვარელი - დედაენის შემოქმედი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გრძელდება იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული. 25 ოქტომბერს დაწყებითი კლასის მოსწავლეები შეიკრიბნენ სკოლის ბიბლიოთეკაში, სადაც მოწყობილი იყო გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა
23 ოქტომბერს დაიწყო და 28 ოქტომბრამდე გასტანს იაკობ გოგებაშვილის დაბადების 171-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული: "დაილოცოს დედაენის შემოქმედი". კვირეული იმართება დაწყებითი განათლების კათედრის და სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით.
21 ოტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ჩატარდა სასკოლო ინტერნეტ-ტელევიზიის წამყვანთა შესარჩევი კონკურსი. კონკურსის შესახებ მოსწავლეები ინფორმირებულნი იყვნენ სასწავლო წლის დასაწყისიდან.
“ჯანსაღ სხეულში – ჯანსაღი სულია” – 18-21 ოქტომბერს ამ დევიზით მიმდინარეობდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში სპორტულ-გამაჯანსაღებელი და გასართობი შეჯიბრი “მხიარული სტარტები”.
წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 17 ოქტომბრს დაიწყო “მხიარული სტარტები”, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეჯიბრებების ჩატარების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდები.
18 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს მოსწავლეებისა და პედაგოგების მოწვევით სტუმრად ეწვია გამოჩენილი ქართველი სპორტსმენი და მოგზაური ბატონი ჯუმბერ ლეჟავა
17 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მობრძანდნენ საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქროეპისკოპოსი, მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) და თბილისის წმიდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბიძინა გუნია.
17 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში სტუმრად მობრძანდა ბათუმისა და ლაზეთის , ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) და თბილისის ავჭალის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი რევაზ სიხარულიძე.
14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის, კვართის საუფლოისა სვეტისა მირონმდინარის დღესაუსწაულზე და წმიდა მირიან მეფისა და ნანა დედოფლის ხსენების დღეს სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ტრადიციისამებრ წირვა-ლოცვა აღავლინა მცხეთის წმიდა ნინოს სახელობის სამთავროს დედათა მონასტერში, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლა-პანსიონის თანამშრომლები.
სკოლა-პანსიონმა მონაწილეობა მიიღო ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის (NATO) კვირეულში. 17 ოქტომბერს მე-8, მე-9, მე-10 მოსწავლეებსა და პედაგოგენთან საინფორმაციო ლექცია წაიკითხა სკოლის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში სპარტაკ წიქარიძემ. ბატონმა სპარტაკმა დამსწრეებს გააცნო
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები გამოეხმაურნენ თბილისობის დღესასწაულს.
სკოლის ფოიეში გაიმართა ნორჩი მხატვრების ნახატების გამოფენა “მე მიყვარს ჩემი თბილისი”, სადაც პატარებმა თავიანთი სიყვარული თბილისზე ნახატებში ჩააქსოვეს. საუკეთესო ნახატების ავტორები დაჯილდოვდებიან.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელები 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიიწვიეს რუსთაველის თეატრში