საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა. 24 თებერვალს გაიმართა კონფერენცია თემაზე: რუსეთის ოკუპაციის ეპიზოდები.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის უმცროსი ასაკის მოსწავლეები, რომლებიც სარგებლობენ სკოლის პანსიონური მომსახურებით თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის მიწვევით ესტუმრნენ თეატრს სპექტაკლზე „ჭირვეული პრინცესა“ (კრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით).
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-10 კლასის მოსწავლეთა ჯგუფი (ელენე ჩუგოშვილი, ეთერ ნებიერიძე, ქეთევან სამხარაძე) დირექტორის მოადგილის ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძესთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის „LanGate“ პროექტში, რომლის ფარგლებში ტარდება 5 დღიანი გასვლითი ტური აბასთუმანში.
2012 წლის 21 თებერვალს მართლმადიდებლური ფილმების ტელესტუდია “გუთანმა” საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პასნიონში კინოპროექტ “საქართველოს ხერხემალი”-ს ფარგლებში მოაწყო მე-5 ფილმის “საიდუმლო საქართველო” პრეზენტაცია.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ შ.პ.ს საგანმანათლებლო ორგანიზაცია „დიდაქტიკის“ მიერ გამოცხადებულ ქართული ენისა და ლიტერატურის კონკურსში „ერუდიტი“
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ერთ-ერთი საინტერესო საღამი დაეთმო პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებს. თემა წარმოადგინა სკოლა-პანსიონის აღმზრდელ-პედაგოგმა ცირა აბულაძემ „პირველადი დახმარების გაწევა უეცარი შემთხვევების დროს“.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით რამდენიმე წელია ტარდება ინტელექტუალური კონკურსი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეებს.
საქართელოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გრძელდება შიდა სასკოლო კონფერენციები. 8-13 თებერვალს ჩატარდა ქართული ლიტერატურის სექციის სხდომები. ძალზედ საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს მე-10 კლასის მოსწავლემ თეონა მუმლაძემ „თავისუფლება“ (ხელმძღვანელი მარიამ ანთაძე), მე-10 კლასის მოსწავლემ ქეთევან სამხარაძემ „ვინც მადლსა სჩადის, სანთელი მისი არ ქრება ცაშია“, ვაჟა-ფშაველას თხზულებების მიხედვით (ხელმძღვანელი მარიამ ანთაძე), ისევ მე-10 კლასის მოსწავლემ ელენე ჩუგოშვილმა წარმოადგინა თემა „ცრემლი და მისი დანიშნულება ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში (იაკობ ხუცესის „წამება წმიდისა შუშანიკისა“ და გიორგი მერჩულის „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“)
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის მე-2გ კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას ორგანიზაცია „დიდაქტიკის“ მიერ გამოცხადებულ მათემატიკურ კონკურსში „გონებასთან ჭიდილი“
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოსაც გაგრძელდა. პანსიონში, რომლის მომსახურებითაც სარგებლობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული მოსწავლეები ლამაზი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა. წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელზე შინაარსიანად, თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებით წარმოგვიდგინა სკოლა-პანსიონის ისტორიის პედაგოგმა გიორგი მაჭარაშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს და სრულიად საქართველოს მიულოცა ეს ბრწყინვალე დღესასწაული, ქართველთა საამაყო მეფის წმიდა დავით აღმაშენებელის ხსენების დღე და დამსწრეთ დავით აღმაშენებელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თითქმის ყველა მნიშვნელოვან პერიოდზე ესაუბრა.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში აღინიშნა წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლი ხსენების დღე. დილით წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. მოძღვარმა ქადაგებაში ისაუბრა იმ დიდი ღვაწლის შესახებ, რაც დავით აღმაშენებელს მიუძღვის ქრისტიანობისა და საქართველოს წინაშე.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დიდთოვლობასთან დაკავშირებით 2012 წლის 9 თებერვლიდან შეჩერდა სასწავლო პროცესი, სასწავლო პროცესი განახლდება 2012 წლის 13 თებერვალს.
გაცდენილი დღეებისა და საათების ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ჩატარდა კიდევ ერთი საინტერესო საღამო თემაზე: „დიდი ქართველი ქალები“, რომელიც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პანსიონის აღმზრდელ-პედაგოგმა ნინო ახვლედიანმა. პედაგოგმა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ჩვენი ისტორიის გამოჩენილი ქართველი ქალების შესახებ (ნანა დედოფალი, მართა (მარიამი), თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, გურჯი ხათუნი, მარიამ დადიანი), აღნიშნა მათი დიდი ღვაწლი და დამსახურება ქართველი ერის წინაშე.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გრძელდება მოსწავლეთა 66-ე სასწავლო-შემოქმედებითი შიდა სასკოლო კონფერენციები.
2012 წლის 4 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა სკოლა-პანსიონის დირექტორთან დეკანოზ მირიან სამხარაძესთან ერთად გაიზიარეს ის დიდი სიახარული, რაც გამოწვეული იყო უწმიდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II - ის გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნების გამო.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დაიწყო მოსწავლეთა 66-ე სასწავლო-შემოქმედებითი შიდა სასკოლო კონფერენცია.
სასკოლო კონფერენცია დაიწყო 2 თებერვალს და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. კონფერენციებში მონაწილეობენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
მოსწავლე თავისუფალია ნაშრომის თემის, განსახილველი ამა თუ იმ მეცნიერული საკითხის არჩევაში. შეუძლია დაამუშაოს როგორც საპროგრამო, ასევე არასასკოლო ნაწარმოები. ავტორები არ იზღუდებიან თემატიკით,.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეაში 2012 წლის 2 თებერვალს ქართული დეკორატიული ნიმუშების გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციის მთავარ მიზანსა და დანიშნულებას წარმოადგენს უძველესი ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების პროპაგანდა.
მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 14-მა სახელოსნომ მიიღო, სადაც ცნობილმა ხალხური რეწვის და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. ამ ფრიად მნიშვნელოვან გამოფენაში ჩვენი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პროფესიული მიმართულების სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა,
საქართველსო საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაგრძელდა საინტერესო საღამოების ციკლი პანსიონში. 2012 წლის 2 თებერვალს აღმზრდელ-პედაგოგმა, ისტორიკოსმა მარინა გაგნიძემ შეკრებილთ ესაუბრა მეფე ვახტანგ გორგასალის ცხოვრების შესახებ.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობდნენ სკოლა “XXI საუკუნე”-ს მიერ ორგანიზებულ მათემატიკურ ოლიმპიადა `ევერესტში”. მათ შორის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის IIIა კლასის მოსწავლემ ბარბარე სუხიშვილმა წარმატებას მიაღწია და სიგელით დაჯილდოვდა.
საქართველს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს 29 იანვარს სტუმრად ეწვია სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი (აბულაძე) და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) და ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი ქალბატონი ნატო ასათიანი.
საქართველს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს საქველმოქმედო აქციით ეწვივნენ შ.პ.ს. „შოკოლადის სახლის“ თანამშრომელები, რომლებმაც დაათვალიერეს პანსიონი, შეხვდნენ ბავშვებს და გადასცეს მათ მიერ დამზადებული ტკბილეული და აღფრთოვანება გამოთქვეს იმ თბილი, ოჯახური და ღვთის მადლით შემოსილი გარემოსათვის, რაც სუფევს ამ სკოლა-პანსიონში.
საქართველს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ეწვია საპატიო სტუმარი წმიდა დავით გარეჯის ლავრის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ილარიონი (ჭიღლაძე).
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 20 იანვარს საშობა-საახალწლო არდადეგების შემდეგ განახლდა სასწავლო პროცესი. მოსწავლეებმა კარგად დაისვენეს. დასვენებასთან ერთად სკოლა-პანსიონში არ შეწყვეტილა სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობა. ეროვნული ოლიმპიადების სასკოლო პირველ ტურში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ოლიმპიადების მეორე ტურში საგნების მიხედვით. ასევე დაუვიწყარი იყო ქ. გორში ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ფესტივალ “გენეთლიაში” მონაწილეობა.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა–პანსიონის მოსწავლეები მიმდინარე სასწავლო წელს, პირველად მიიწვია საშობაო ფესტივალ „გენეთლიაზე“.
საშობაო ფესტივალ „გენეთლიას“ უკვე 6 წელი შეუსრულდა. ის იმართება სამთავისისა და გორის ეპარქიის მხარდაჭერით. ფესტივალის მიზანია ქრიტეშობის დღესასწაულის აღქმა,მოზარდებში რწმენის გაძლიერება,სხვადასხვა კუთხის მოსწავლეთა დამეგობრება.
ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისათვის ეს პირველი გასვლითი ფესტივალი იყო და ეს პასუხისმგებლობა ყველას კარგად გვქონდა გათვიცნობიერებული.
2011 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები. პედაგოგიურ საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე.